აშშ-ში ირანელ კაცს დონალდ ტრამპის მკვლელობის მომზადებისთვის ბრალი წაუყენეს - აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 8 ნოემბერს გაასაჯაროვა საქმის დეტალები, რომელიც დაკავშირებულია ირანის მიერ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მომზადებასთან.

იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქმეში 51 წლის ირანელი ფარჰად შაკერი ფიგურირებს, რომელიც ამჟამად თავისუფალია და სავარაუდოდ, ირანში იმყოფება, ასევე, ნიუ-იორკის ორი მკვიდრი - 49 წლის კარლაილ რივერა და 36 წლის ჯონათან ლოადჰოლტი - რომლებიც უკვე დააკავეს.

გამოძიების თანახმად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) შაკერს დაავალა, აშშ-ში ირანის რეჟიმის კრიტიკოსებისთვის თვალყური ედევნებინა და, საჭიროების შემთხვევაში, ისინი გაენადგურებინა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ფარჰად შაკერი ირანის რევოლუციური გვარდიის აგენტია, რომელიც ამჟამად თეირანში ცხოვრობს. ის ბავშვობაში ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში და ყაჩაღობის ბრალდებით 2008 წელს ქვეყნიდან გააძევეს, ამიტომ შეთქმულებისთვის მან აშშ-ში მყოფი რივერა და ლოადჰოლტი გამოიყენა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) შაკერის ამერიკელი თანამზრახველები დააკავა.

FBI-ის აგენტები ფარჰად შაკერს გაესაუბრნენ. მან სამართალდამცავებს უთხრა, რომ შეერთებულ შტატებში მყოფი სხვა ამერიკელი და ისრაელელი მოქალაქეების მკვლელობის ბრძანებები მიიღო. მისივე თქმით, 2024 წლის 7 ოქტომბერს მას დონალდ ტრამპის მკვლელობის გეგმის მოკლე ვადებში მომზადება დაევალა.

„ინტერვიუს დროს შაკერი ამტკიცებდა, რომ არ აპირებდა ტრამპის მკვლელობის გეგმის წარდგენას ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ დადგენილ ვადებში“, - ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

სამივე ეჭვმიტანილს ბრალი ედება შეკვეთით მკვლელობაში (10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა), შეთქმულებაში შეკვეთით მკვლელობის ჩადენის მიზნით (10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა) და ფულის გათეთრების მიზნით (20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა).

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1731078231

ახალი ამბები

როდემდე შენარჩუნდება საქართველოში უნალექო ამინდი? - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 9-11 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.  მათივე ცნობით, 12 ნოემბრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. თბილისში უნალექ...

ზოგადი

1731076286

ახალი ამბები

როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს 12-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

 თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ აჭარის კუდ-ის კიდევ სამი ყოფილი თანამშრომელი ცნო დამნაშ...

სერჟანტი

1731072805

ახალი ამბები

თბილისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში მყოფ პირებს ეძებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვ...

თბილისში ცოფის შემთხვევა

1731072005

საზოგადოება

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვა დასრულდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მედიას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გააცნო. როგორც გიორგი...

ცესკო

1731071341

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7247 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7328 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ვალუტის კურსი