ვილი სანიოლი: ტაქტიკის ხშირი ცვლა კარგი არ არის, მნიშვნელოვანია თამაშში ინტენსივობა და აგრესია დავიბრუნოთ

 საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

„ბოლო წლებში უმეტესად ერთნაირი ტაქტიკით ვთამაშობთ, ალბანეთთან სიტუაციიდან გამომდინარე მოგვიწია შეცვლა, მაგრამ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ტაქტიკური ცვლილებები. ეს კარგი არ არის. ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ კონკრეტული მონახაზი.

ვიცით, რომ დაცვაში ბევრი ვეტერანი ფეხბურთელი გვყავს. ახლო წარსულში ნაკრებში გამოვცადეთ ბევრი მცველი, ხვადაგიანი, კალანდაძე, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებულია ფეხბურთელის განვითარებაზე. ახლა გოგლიჩიძე გვყავს, რომელზეც თვეების წინ არავინ საუბრობდა, მაგრამ განვითარდა და ვფიქრობ, მიეცემა შანსი, ერთ თამაშს მაინც დაიწყებს პირველი წუთიდან.

„ლიონი“ – „სენტ ეტიენი“ მატჩი ძალიან ისტორიულია, მე „სენტ ეტიენისკენ“ ვარ, მაგრამ ორივეს, ზურიკოს და ჟორჟს წარმატებებს ვუსურვებ. დავითაშვილმა მოუმატა, ეს მხოლოდ გოლებში არ აისახება. მიქაუტაძის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო დრო გაეზარდოს. როცა ის თავდაჯერებულია, ერთ-ერთი საუკეთესოა.

კვეკვესკირი და მექვაბიშვილი ყოველთვის იყვნენ ნაკრების წევრები, უბრალოდ ბოლოს ტრავმები ჰქონდათ. ნიკა უგუნდოდაც იყო, მაგრამ ახლა ორივეს აქვს სათამაშო პრაქტიკა. მექვაბიშვილს ყოველთვის ვენდობოდი, მაშინაც, როცა არ თამაშობდა.

უკრაინას ჩვენთან ბევრი მომენტი არ ჰქონია, მაგრამ პრობლემა სხვა რამ იყო. აგრესიულად ვერ ვითამაშეთ, ამიტომ, აგრესიის და ინტენსივობის დაბრუნება მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო ორ შეხვედრაში.

ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახების გადაწყვეტილებას ყოველთვის მე ვიღებ. ერთი გუნდი ვართ, ფედერაცია, ახალგაზრდული ნაკრები, ყველასთან ვმუშაობ, მაგრამ ჩემთვის, ჩემი გუნდის ინტერესები პირველია. როდესაც ფეხბურთელი სერია A-ში თამაშობს, ის ეროვნულ ნაკრებში უნდა იყოს. ახალგაზრდულ ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ, ეს ეროვნული ნაკრებისთვისაც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში ოთხი ტურის შემდეგ 6 ქულით მეორე ადგილზეა. ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, ალბანეთს 6 ქულა აქვს, ხოლო უკრაინას - 4. ამრიგად, დასკვნითი ორი ტურის წინ გადაწყვეტილი არაფერია.

საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს, ბათუმში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს, ოლომოუცში, ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1731062829

ახალი ამბები

მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა

 მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით61% დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა. მმართველობის ეფექტუ...

საქართველო

1731062700

სპორტი

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა!

 საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული სენტ-ეტიენის ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. მას კონკურენციას უწევდნენ პარი სენ-ჟერმენის შემტევი ბრედლი...

ზურიკო დავითაშვილი

1731058601

სოციალური მედია

ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „რა გირჩევნიათ ხმაური, ხალხმრავლობა, ქაოსი თუ სიმშვიდე“

მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი...

ნუკი კოშკელიშვილი

1731056386

ახალი ამბები

ცესკო: ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულირება გრძელდება

 მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ არასწორ, მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ განცხადებას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდ...

ცესკო

1731053989

სოციალური მედია

ნეკა დოროყაშვილის ახალ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ქართველი სპორტსმენის და ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით და სექსუალური ფოტოებით ანებივრებს საზოგადოებას. სწორედ ამიტომ დოროყაშვილი მუდმივ...

ნეკა დოროყაშვილი