თურქეთის ხელისუფლებამ კორუფციის ბრალდებით სტამბოლის მუნიციპალიტეტის 50-მდე თანამშრომელი დააკავა

თურქეთის ხელისუფლებამ კორუფციის ბრალდებით სტამბოლის მუნიციპალიტეტის 47-დან 50-მდე თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

მედიის ცნობით, დაკავებები ოპოზიციაზე ზეწოლისა და ქალაქის ყოფილი მერის, ექრემ იმამოღლუს კორუფციის საქმეზე გამოძიების ფონზე მოხდა.

ქვეყნის ხელისუფლების მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, 53 ადამიანი დააკავეს. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, დაკავებები სტამბოლის, ანკარისა და თექირდაღის პროვინციებში ჩატარებული ოპერაციების დროს განხორციელდა.

დაკავებულებს შორის არიან სტამბოლის მუნიციპალიტეტის გენერალური მდივანი, იმამოღლუს ოფისის ხელმძღვანელი, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სააგენტოს (ISKI) თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე, ISKI-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იტყობინება თურქული ტელეარხი NTV.

ტელეარხის ცნობითვე, თურქეთის ხელისუფლებამ ასევე დააკავა იმამოღლუს თანაშემწის, მურატ ონგუნის მეუღლე. დაკავებულებს შორის იმამოღლუს პირადი მცველიცაა.

ინფორმაციისთვის, სტამბოლის ყოფილი მერი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტი ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. მისი დაპატიმრების შემდეგ სულ მცირე 150-მდე ადამიანი დააკავეს.

ექრემ იმამოღლუ სასამართლოს წინაშე პირველად 11 აპრილს წარდგა. მას ქალაქის მთავარი პროკურორის შეურაცხყოფასა და მუქარაში დებენ ბრალს, რის გამოც შვიდი წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პირველ მოსმენაზე იმამოღლუმ უარყო ბრალდება და დასძინა, რომ მის წინააღმდეგ ყველა სარჩელი პოლიტიკურად მოტივირებულია.

„აქ იმიტომ ვარ, რომ სტამბოლში სამი არჩევნები მოვიგე. აქ ვარ, რადგან [თურქეთში მცხოვრები] 86 მილიონი ადამიანის გულში პრეზიდენტი ვარ“, - განაცხადა მან.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 16 ივნისს არის ჩანიშნული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745688357

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: როდესაც ამდენი კითხვის ნიშანი ისმის, ალბათ მინიმუმ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება, რომ საფრანგეთის საელჩომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი

საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტების საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გამოეხმაურა. „უცნობია რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩა აღნიშნული ნაცური ორგანიზაც...

ნინო წილოსანი

1745686290

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: დაუჯერონ ბურჭულაძეს, ჩაატარონ არჩევნები, ჩვენ მოვიმარაგებთ შესაბამის პოპკორნს, რომ ვუყუროთ როგორ ჩაატარებენ საპარლამენტო არჩევნებს

„მოვიმარაგებთ შესაბამის პოპკორნს, რომ ვუყუროთ როგორ ჩაატარებენ საპარლამენტო არჩევნებს“, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო...

პოლიტიკოსი

1745684565

ახალი ამბები

„წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს. „26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნე...

ამინდი

1745681696

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ზელენსკისთან მოლაპარაკებამდე ტრამპმა მაკრონს ხელი არ ჩამოართვა, აშშ-უკრაინის ლიდერთა შეხვედრას არ ესწრებოდნენ არც საფრანგეთის პრეზიდენტი და არც ბრიტანეთის პრემიერი

„ზელენსკისთან მოლაპარაკებამდე ტრამპმა მაკრონს ხელი არ ჩამოართვა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის, ვატიკანში გამართულ შეხვედრა...

ანალიტიკოსი

1745679452

სპორტი

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია

ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ჩემპიონია. მამაკაცთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა შეჯიბრების ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. კოცოიევი ის სპორ...

ილია სულამანიძე