დავით ჩიხელიძე - სამარცხვინოა, საქართველოსადმი ოფიციალური კიევის დამოკიდებულება, უკრაინა/ზელენსკი ქართული სახელმწიფოს დახმარებას ადეკვატურად არ აფასებს

„სამარცხვინოა, საქართველოსადმი ოფიციალური კიევის დამოკიდებულება, უკრაინა/ზელენსკი ქართული სახელმწიფოს დახმარებას ადეკვატურად არ აფასებს. უფრო მეტი, უკრაინა დღენიადაგ საქართველოს მთავრობის კრიტიკით არის დაკავებული, მაშინ როცა საქართველომ, უკრაინას პარტნიორობის მაგალითი უჩვენა და ერთ-ერთმა პირველმა გაუწოდა დახმარების ხელი!“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ჩიხელიძემ საქართველოს სახელმწიფოს მიერ, უკრაინისთვის გაწეული დახმარების არასრული ჩამონათვალი წარმოადგინა. მისი თქმით, აღნიშნულის შემდეგ ზელენსკის ფაშისტური დაჯგუფების მიერ საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა და კრიტიკა, ამორალურობის უმაღლესი წერტილია.
„სამარცხვინოა, საქართველოსადმი ოფიციალური კიევის დამოკიდებულება, უკრაინა/ზელენსკი ქართული სახელმწიფოს დახმარებას ადეკვატურად არ აფასებს. უფრო მეტი, უკრაინა დღენიადაგ საქართველოს მთავრობის კრიტიკით არის დაკავებული, მაშინ როცა საქართველომ, უკრაინას პარტნიორობის მაგალითი უჩვენა და ერთ ერთმა პირველმა გაუწოდა დახმარების ხელი!
საქართველო უკრაინას უანგაროდ ეხმარება და არავის არაფერს აყვედრის, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ საქართველოს მიერ გაწეული დახმარება, თუ საერთაშორისო დონეზე მიღებულ რეზოლუციებს გადავხედავთ ვნახავთ, რომ საქართველო აბსოლუტურად ყველა რეზოლუციის მხარდამჭერია, რომელიც უკრაინის პოზიციებს იცავს, საქართველო შეერთებულია საერთაშორისო სანქციებს, ასევე, დაწესებული აქვს სანქციები ეროვნულ დონეზე.
საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინელი მოსწავლეებისათვის, სკოლებში უკრაინულენოვანი სექტორი გახსნა, რათა მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ, საქართველომ დაასაქმა უკრაინელი მასწავლებლები, საერთო ჯამში აღნიშნული სექტორები 3000 მოსწავლეზე მეტს მოემსახურა, რაც საქართველოს ბიუჯეტს 20 მილიონი ლარი დაუჯდა.
სახელმწიფომ დააფინანსა უკრაინელი ლტოლვილების ქირის გადასახადი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 27 მილიონ ლარზე მეტი არის დახარჯული.
უკრაინელი ლტოლვილები უზრუნველყოფილნი იყვნენ სამედიცინო მომსახურებით, რაც სახელმწიფოს რამდენიმე მილიონი ლარი დაუჯდა.
საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ლიდერი იყო, უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით გაგზავნილი ტვირთის მოცულობით.
ეს საქართველოს სახელმწიფოს მიერ, უკრაინისთვის გაწეული დახმარების არასრული ჩამონათვალია, აღნიშნულის შემდეგ ზელენსკის ფაშისტური დაჯგუფების მიერ საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა და კრიტიკა, ამორალურობის უმაღლესი წერტილია!“, - წერს დავით ჩიხელიძე.
1747816748
ახალი ამბებიკახა კალაძე ოპოზიციაზე: როგორ შეიძლება, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს
თბილისის მერმა, მედიასთან, მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა. კახა კალაძის განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია რა გადაწყვეტილებას მიიღე...
1747815650
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ შავი, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი
ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ შავი ფულით, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი, - განაცხადა საქართველოს...
1747813546
საზოგადოებაირაკლი რუხაძე: ამერიკის საელჩოში დადიოდა ბატონი ნიკა გვარამია, ახლა რომ თავი მოაქვს როგორც მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად, უმტკიცებდა ამერიკის ელჩს, რომ მე ვარ დასაჭერი
ამერიკის საელჩოში დადიოდა ბატონი ნიკა გვარამია, ახლა რომ თავი მოაქვს როგორც მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად, უმტკიცებდა ამერიკის ელჩს, რომ მე ვარ დასაჭერი, - განაცხადა პარლამენტში დროებითი ს...
1747813501
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 26 მაისი არის საერთო ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე, შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ საშუალებას, რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ
„საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული და შესაბამისად ჩატარდება“, - ამის შესახებ საქართ...
1747812783
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი რვა წლის წინ და შევადაროთ, როგორია დღეს ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება - დღეს არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება
„რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და პირველ...