ირაკლი კობახიძე: ჩვენგან დღემდე ითხოვენ სანქციების დაწესებას, თვითონ უნდა გაყიდონ ღვინო, ისე, რომ საერთოდ არ აწარმოებენ ამ პროდუქტს
ჩვენთვის მთავარია, რომ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკა - ეს პოლიტიკა გულისხმობს იმას, რომ სანქციები არ დაგვიწესებია, მაგრამ არც სანქციების გვერდის ავლას ვუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ დროს ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია.
„ჩვენთვის მთავარია, რომ გვაქვს პრინციპები და ამ პრინციპების მიხედვით ვმოქმედებთ, რასაც არ აკეთებს ევროპული ბიუროკრატია. ეს ორმაგი სტანდარტები სწორედ უპრინციპობის გამოხატულებაა. ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც ახალი დაწყებული იყო ომი, ლიეტუვიდან და ლატვიიდან 4-ჯერ მეტი ღვინო გადიოდა თითოეულიდან რუსეთში, ვიდრე საქართველოდან. არც ერთი არ არის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. რეალურად, ხორციელდებოდა რეექსპორტი, რასაც სოციალური დატვირთვაც ნაკლებად ჰქონდა ამ ორი ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენგან ბოლომდე ითხოვდნენ და დღემდე ითხოვენ სანქციების დაწესებას. თვითონ უნდა გაყიდონ ღვინო ისე, რომ საერთოდ არ აწარმოებენ ამ პროდუქტს და ჩვენი ფერმერებისთვის, მევენახეებისთვის, მეღვინეებისთვის არ შეიძლება რუსეთში ღვინის გაყიდვა. ამასაც ხედავს ჩვენი საზოგადოება. აქ ყველაფერი ძალიან მარტივად არის. ევროპასა და რუსეთს შორის ვაჭრობა შეადგენს მილიარდებს, ჩვენ სანქციები უნდა დავაწესოთ. ყველაფერი დღესავით ნათელია და ამიტომ აღარ აქვს ფასი ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის განცხადებებს, რადგან ყველა ხედავს ამ სიყალბეს და ორმაგ სტანდარტებს, რასაც ეფუძნება ყოველ ჯერზე მათი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1774468775
ახალი ამბებიპრემიერი: ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს
ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ...
1774468696
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბუდაპეშტში ნახევარი დღით გამგზავრება იყო უალტერნატივო, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე
ბუდაპეშტში გამგზავრება არ იყო იოლი, თუმცა უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძი...
1774468579
ახალი ამბებითბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია ერთი პირი
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მ...
1774467636
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარ...
1774467587
ახალი ამბებიპრემიერი: ჩვენს ქვეყანაში ცდილობდნენ, დაეთესათ და გაეღვივებინათ სიძულვილი, თუმცა ამ 20 წლის განმავლობაში გაღვივებული სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა
საზოგადოებას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ერთსულოვნებისა და ერთიანობისთვის, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ყველაფრის მიზანი არ იყო მხოლოდ პატრიარქისთვის პატივის მიგება, ეს იყო ბ...































