პრემიერი ოპოზიციაზე: მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში

მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ოპოზიციასთან დიალოგის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება გამოვიდა დებატების ინიციატივით, რაც საუკეთესო პლატფორმაა იმისთვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა პოლიტიკური ძალისგან, თუმცა კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით შეტანილია სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მმართველი გუნდი მის შედეგებს დაელოდება.

„დებატების ინსტრუმენტი უკვე ამოქმედდა. არის ორი ტელევიზია, სადაც არსებობს დებატების პლატფორმა და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებს, მათთან დაკავშირებით შეტანილია სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ, პირველ რიგში, დაველოდებით ამ პროცესს და მის შედეგს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს ამოძრავებთ არაკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნები, შესაბამისად, ჯერ სამართლებრივად უნდა შეფასდეს მათი საქმიანობის შინაარსი და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მათთან რაიმე ტიპის დისკუსიებზე. ეს არის ძალიან მყარი და მკაფიო პოზიცია ჩვენი მხრიდან. მათი ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან. ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში. ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში. ეს არის მათი დღევანდელი მდგომარეობა და აქამდე მათ თავად მიიყვანეს საკუთარი თავი. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, საზოგადოება ხედავს, რომ ისინი გამუდმებით იბრძვიან ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ავტორიტეტების წინააღმდეგ, ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის წინააღმდეგ, კეთილდღეობის წინააღმდეგ და ამას აკეთებენ კონკრეტული ქმედებებით. დაუპირისპირდნენ იმას, რასაც აცხადებდნენ ლამის რელიგიად - ევროინტეგრაციას. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები კანდიდატის სტატუსის მისაღებად და იმასაც კი ბოიკოტი გამოუცხადეს. რელიგიად გამოაცხადეს ევროინტეგრაცია და იმას დაუპირისპირდნენ პირდაპირ და გაცხადებულად. ასეთ ადამიანებს რომ ავტორიტეტი განულებული აქვთ ჩვენს საზოგადოებაში, ეს გასაკვირი, ბუნებრივია, არავისთვის უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ადგილი მათ თვითონ მიუჩინეს საკუთარ თავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774468775

ახალი ამბები

პრემიერი: ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს

ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ...

ირაკლი კობახიძე:

1774468696

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბუდაპეშტში ნახევარი დღით გამგზავრება იყო უალტერნატივო, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე

ბუდაპეშტში გამგზავრება არ იყო იოლი, თუმცა უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძი...

ირაკლი კობახიძე

1774468579

ახალი ამბები

თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია ერთი პირი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1774467636

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული

ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარ...

ირაკლი კობახიძე

1774467587

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენს ქვეყანაში ცდილობდნენ, დაეთესათ და გაეღვივებინათ სიძულვილი, თუმცა ამ 20 წლის განმავლობაში გაღვივებული სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა

საზოგადოებას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ერთსულოვნებისა და ერთიანობისთვის, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ყველაფრის მიზანი არ იყო მხოლოდ პატრიარქისთვის პატივის მიგება, ეს იყო ბ...

 ირაკლი კობახიძე