პრემიერი: ჩვენს ქვეყანაში ცდილობდნენ, დაეთესათ და გაეღვივებინათ სიძულვილი, თუმცა ამ 20 წლის განმავლობაში გაღვივებული სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა
საზოგადოებას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ერთსულოვნებისა და ერთიანობისთვის, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ყველაფრის მიზანი არ იყო მხოლოდ პატრიარქისთვის პატივის მიგება, ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ეს იყო სიყვარულის ძალიან დიდი მანიფესტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში შეუძლებელია, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება.
„ჩვენ ხშირად გვისაუბრია, რომ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ცდილობდნენ, დაეთესათ და გაეღვივებინათ მაქსიმალურად სიძულვილი, განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში ვხედავდით ამ პროცესებს და, საბოლოო ჯამში, ამ 20 წლის განმავლობაში გაღვივებული სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა, რასაც თესავდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენს საზოგადოებაში, რა ღირებულებებსაც ქადაგებდა, იმ ღირებულებებმა გადაძალა 20-წლიანი მცდელობა სიძულვილის გაღვივებისა, ეს იყო ნამდვილი სიყვარულის მანიფესტი და მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოების ერთიანობის ხილვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი, ალბათ, ბევრისთვის. ჩვენთვის უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც აქვს ქრისტიანობის უძველესი ტრადიცია, წელს აღინიშნება 1700-წლოვანი იუბილე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია, გაიმარჯვოს სიძულვილმა და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დასტური პირადად ჩემთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.
1774468880
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: პატრიარქის არჩევის პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით
დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...
1774468775
ახალი ამბებიპრემიერი: ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს
ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ...
1774468696
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბუდაპეშტში ნახევარი დღით გამგზავრება იყო უალტერნატივო, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე
ბუდაპეშტში გამგზავრება არ იყო იოლი, თუმცა უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძი...
1774468579
ახალი ამბებითბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია ერთი პირი
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მ...
1774467636
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარ...































