პრემიერი: იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სა და საქართველოს შორის

იყო არაერთი კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი გახდება სტრატეგიული პარტნიორობის განახლება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.

„ვინარჩუნებთ ამ ოპტიმიზმს და ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ ყველაფერი გავაკეთოთ სუფთა ფურცლიდან და გზამკვლევით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული გზამკვლევით. მანამდე არსებობდა სტრატეგიული პარტნიორობა, თუმცა ეს იყო მთლიანად ქაღალდზე. სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით ქაღალდზე, არ იყო არც რაიმე კონკრეტული შედეგები, ხელშესახები შედეგები, არც ეკონომიკის კუთხით, არც ვაჭრობის კუთხით, არც პოლიტიკური კუთხით, პირიქით, ზუსტად ამ პერიოდში, როცა ჩვენ ჯერ კიდევ გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობა, წინა ადმინისტრაცია საქართველოში გვიწყობდა რევოლუციებს. ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენ გვინდა რეალური სტრატეგიული პარტნიორობა და ამიტომ ვამბობთ ამას, რომ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ საუბარი და კონკრეტული გზამკვლევი უნდა გვქონდეს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული. პოლიტიკა არის პრაგმატული მოვლენა. ორი ქვეყანაა, ორივეს აქვს თავისი ინტერესები და ეს ინტერესები უნდა დაბალანსდეს და ეს დაბალანსებული ინტერესები უნდა იყოს ასახული სტრატეგიული პარტნიორობის განახლებულ შეთანხმებაში. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ საჯაროდ, დახურულ კარს მიღმა. კიდევ ერთხელ ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ ეს ყველაფერი გახდება შესაძლებელი. ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, ეს საჯაროდ დავაფიქსიროთ.ერთადერთი კონკრეტული კრიტერიუმია ჩვენთვის, რომელიც იმის დასტური იქნება, რომ გადავდივართ ახალ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობების, ეს არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, ეს არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ. ეს არ უნდა იყოს ქაღალდზე რაღაც დოკუმენტის გაფორმება, ეს უნდა იყოს რეალური ხელშესახები შედეგების მქონე სტრატეგიული პარტნიორობა, მთლიანად ამაზე ვართ კონცენტრირებული და ამას ვამბობთ ღიად, საჯაროდაც და დახურულ კარს მიღმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, რომ ერთადერთი კრიტერიუმი ჩვენთვის, რაც მიგვანიშნებს ურთიერთობების რეალურ გადატვირთვაზე, არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება. ჩვენ ამისათვის გავაკეთებთ ყველაფერს“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774468775

ახალი ამბები

პრემიერი: ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს

ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ...

ირაკლი კობახიძე:

1774468696

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბუდაპეშტში ნახევარი დღით გამგზავრება იყო უალტერნატივო, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე

ბუდაპეშტში გამგზავრება არ იყო იოლი, თუმცა უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძი...

ირაკლი კობახიძე

1774468579

ახალი ამბები

თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია ერთი პირი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1774467636

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული

ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარ...

ირაკლი კობახიძე

1774467587

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენს ქვეყანაში ცდილობდნენ, დაეთესათ და გაეღვივებინათ სიძულვილი, თუმცა ამ 20 წლის განმავლობაში გაღვივებული სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა

საზოგადოებას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ერთსულოვნებისა და ერთიანობისთვის, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ყველაფრის მიზანი არ იყო მხოლოდ პატრიარქისთვის პატივის მიგება, ეს იყო ბ...

 ირაკლი კობახიძე