პროკურატურამ გორში მომხდარი არასრულწლოვანების ჯგუფურად ცემის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, გორში მომხდარი არასრულწლოვანების ჯგუფურად ცემის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს, გორში, წარსულში ქურდობისთვის და ცემისთვის ნასამართლევი არასრულწლოვანის ინიციატივით არასრულწლოვან ძმებთან შეხვედრა შედგა. მან სხვა არასრულწლოვანებთან ერთად დაზარალებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი არასრულწლოვანი 19 მაისს დააკავეს. მას, ორ სხვა არასრულწლოვანთან ერთად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემა), ხოლო ერთ არასრულწლოვანს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი არასრულწლოვანის ჯგუფურად ცემა) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
1747816748
ახალი ამბებიკახა კალაძე ოპოზიციაზე: როგორ შეიძლება, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს
თბილისის მერმა, მედიასთან, მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა. კახა კალაძის განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია რა გადაწყვეტილებას მიიღე...
1747815650
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ შავი, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი
ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ შავი ფულით, გაუმჭვირვალე ფულით, საქართველოში მოგვიწყონ რევოლუციები, ამას ვერ მოაწყობენ, მაგრამ მცდელობაც უნდა იყოს წინასწარ აღკვეთილი, - განაცხადა საქართველოს...
1747813546
საზოგადოებაირაკლი რუხაძე: ამერიკის საელჩოში დადიოდა ბატონი ნიკა გვარამია, ახლა რომ თავი მოაქვს როგორც მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად, უმტკიცებდა ამერიკის ელჩს, რომ მე ვარ დასაჭერი
ამერიკის საელჩოში დადიოდა ბატონი ნიკა გვარამია, ახლა რომ თავი მოაქვს როგორც მედიის თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანად, უმტკიცებდა ამერიკის ელჩს, რომ მე ვარ დასაჭერი, - განაცხადა პარლამენტში დროებითი ს...
1747813501
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 26 მაისი არის საერთო ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე, შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ საშუალებას, რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ
„საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული და შესაბამისად ჩატარდება“, - ამის შესახებ საქართ...
1747812783
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ რომ გავიხსენოთ თბილისი რვა წლის წინ და შევადაროთ, როგორია დღეს ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება - დღეს არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და ეს არის დედაქალაქის მერის დამსახურება
„რომ გავიხსენოთ თბილისი 8 წლის წინ და შევხედოთ, დღეს როგორია ჩვენი დედაქალაქი, არის ძალიან დიდი განსხვავება. დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო განვითარებული, ბევრად უფრო მწვანე, ლამაზი და პირველ...