სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ, მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას მსჯავრდებულ გ.ბ.-სთან დაკავშირებით.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსჯავრდებული გ.ბ. პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2025 წლის 27 მაისს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საცხოვრებელ საკანში და არა სამარტოო საკანში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამესაკნესთან ერთად, მათ შორის, მიმდინარე წლის 12 ივლისამდე.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივლისს პენიტენციური დაწესებულების საკანში დაფიქსირდა მსჯავრდებულთა შორის ინციდენტი, რის შედეგადაც ორმა მსჯავრდებულმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, მას ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა. ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა, გაეწია სხვადასხვა ექიმ სპეციალისტთა კონსულტაცია და სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციით, იმავე დღეს, დაბრუნებულ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში. ხოლო მიმდინარე წლის 12 ივლისს, გ.ბ. გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მსჯავრდებული, თანამესაკნესთან ერთად დღემდე იმყოფება N18 სამკურნალო დაწესებულებაში.

ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინციდენტის დაფიქსირების დღიდან, 2025 წლის 11 ივლისიდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დარჩება შესაბამისი რეაგირების გარეშე. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752495394

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია გახარიასა და ხაზარაძის გაერთიანებაზე: მოვუწოდებ მათივე პატრონებს, ნუ იღლიან თავს ამ დივერსიფიცირებით და სხვადასხვა სცენარებით ჩვენი საზოგადოების მოტყუებით, ჩვენი საზოგადოება არ მოტყუვდება

„ეს ყველაფერი ხომ იმ დიდი სცენარის ნაწილია, რომელიც აქ ჩამოდის და შემდეგ დიპლომატიური კორპუსიდან, აქ ადგილზე მოქმედი თუ მათი ვიზიტებიდან მოდის დავალებები სხვადასხვა ფანჩატურში“, - ამის შესახებ ფრაქცია...

კირცხალია

1752493315

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: თორნიკე რიჟვაძემ აჭარისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა, მისთვის კორუფცია და მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა არავის დაუბრალებია, ასეთი რამ, რაც საჯაროდაც გვინახავს, წამოსულია „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან

„ნოდარ მელაძეს თორნიკე რიჟვაძე საერთოდ არ აინტერესებს, რაც „ტვ პირველს“ უთქვამს, რაც მაგათ გაუკეთებიათ თორნიკე რიჟვაძეზე და ხაზგასმით ვამბობ - რაც დაუბრალებიათ, ზეპირად ნამდვილად არ მახსოვს - ასეთ გაწ...

მამუკა მდინარაძე

1752491727

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე „ტვ პირველს“: სად მომძებნეთ და ვერ მიპოვეთ? მთელი დღეა რომ აცხადებთ დაიმალაო, სად მომძებნეთ?

„როგორც კი ვინმე მძლავრად დაუპირისპირდება კორუფციას, იმ წუთს მასზე ახორციელებთ დარტყმებს. თორნიკე რიჟვაძისთვის არავის ხელისუფლებიდან არაფერი დაუბრალებია საერთოდ. ნოდარი მოიშორეთ ყურიდან თუ შეიძლება და...

მდინარაძე

1752489829

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში, დატოვონ დიპლომატიური მისია, შეიტანონ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი და გაწევრიანდნენ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დანაყოფში

„სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის...

ირაკლი კირცხალია

1752488224

სპორტი

„თამაშის ბოლოს შეიქმნა სიტუაცია, რომლის თავიდან აცილებაც, ჩემი აზრით, ყველასთვის სრულიად შესაძლებელი იყო“ - ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ლონდონის „ჩელსისთან“ მარცხის (0:3) შემდეგ ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტი ბევრ თემას შეეხო, მათ შორის, ჩხუბს და...

ლუის ენრიკე