თამარ ჩიბურდანიძე: ვისაც დაგეგმილი აქვს იმ ეკლესიის წაქცევა, რომელიც უწმინდესმა დაგვიტოვა, ვეტყვი, რომ ვერ შეძლებენ, მათი მცდელობა ამაოა იმიტომ, რომ ქართული ეკლესია არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის
„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებით ეპოქა დასრულდა. სოზარ სუბარმა არაჩვეულებრივად თქვა, „ეპოქა გრძელდება და ეპოქა გრძელდება სხვა განზომილებაში“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
მისი თქმით, პატრიარქმა დატოვა უზომოდ განათლებული და ძალიან ძლიერი ქართული ეკლესია.
„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებით ეპოქა დასრულდა. სოზარ სუბარმა არაჩვეულებრივად თქვა, „ეპოქა გრძელდება და ეპოქა გრძელდება სხვა განზომილებაში“. პატრიარქმა შეძლო ეკლესიაში და ერში აღმშენებლობის ხანის დამკვიდრება. ეკლესიის აღმავლობის პერიოდი 80-იანი წლებიდან დაიწყო. საბჭოთა რეჟიმის პერიოდში უწმინდესმა შეძლო და საფუძველი ჩაუყარა ეკლესიის აღდგენას, გაძლიერებას და სასულიერო წრის განათლებას, რაც ყველაზე მთავარია. მაღალი აკადემიური დონის შეტანა სასულიერო პირებში იყო უდიდესი ეროვნული საქმე. არ დაიზოგა თავი ჩვენმა ღვაწლმოსილმა პატრიარქმა და დაგვიტოვა უზომოდ განათლებული, ძალიან ძლიერი ქართული ეკლესია. ვისაც დაგეგმილი აქვს იმ ეკლესიის წაქცევა, რომელიც უწმინდესმა დაგვიტოვა, ვეტყვი, რომ ვერ შეძლებენ, მათი მცდელობა ამაოა იმიტომ, რომ ქართული ეკლესია ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის, არასდროს ყოფილა. ეს არის ცოდნით ძლიერი ეკლესია, რწმენით ძლიერი სასულიერო პირები, რომელთა ირგვლივაც გაერთიანებულია მრევლი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში პატივს მიაგებდა უწმინდესს. ეს იყო ერის სიამაყის დღეები. გაყურსული იყო ევროპა, არ ყოფილა არცერთი სამძიმრის წერილი, ან კომენტარი. იმ შემთხვევაში, თუ ცოტა ადამიანი მიაგებდა პატივს უწმინდესს, ვერც წარმოიდგენთ, რამდენი განცხადება და კომენტარი გაკეთდებოდა მათი მხრიდან. არ მოერიდებოდათ არაფრის და გადაუვლიდნენ ქართველ ერს“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
1774468880
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: პატრიარქის არჩევის პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით
დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...
1774468775
ახალი ამბებიპრემიერი: ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს
ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ...
1774468696
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ბუდაპეშტში ნახევარი დღით გამგზავრება იყო უალტერნატივო, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე
ბუდაპეშტში გამგზავრება არ იყო იოლი, თუმცა უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძი...
1774468579
ახალი ამბებითბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია ერთი პირი
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მ...
1774467636
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარ...































