გიორგი მამარდაშვილს საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად, გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა.
საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიის“ შემადგენლობაში „მესტალიაზე“ გამართული ბოლო საშინაო შეხვედრის შემდეგ, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიგა გვენცაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა, ბიძინა ბარათაშვილმა დააჯილდოვეს. ვიზიტი სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრების გამოკითხვით, რომელშიც 75 ჟურნალისტი მონაწილეობდა, გიორგი მამარდაშვილმა 107 ქულა დააგროვა, 88 ქულით მეორე შედეგი ლაშა ბექაურს ჰქონდა, მესამე ადგილი კი 69 ქულით ლაშა ტალახაძემ დაიკავა, რომელიც საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად ექვსჯერ გახლდათ დასახელებული.
სპორტულ ჟრნალისტთა ასოციაციის გამოკითხვა 1964 წლიდან ტარდება და დღემდე მასში ფეხბურთელთაგან მხოლოდ სლავა მეტრეველმა (1964 წელი), მურთაზ ხურცილავამ (1967), რამაზ შენგელიამ (1981) და ხვიჩა კვარაცხელიამ (2023) გაიმარჯვეს.
გიორგი მამარდაშვილი (საქართველოს 2024 წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი): „მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტულ ჟურნალისტებს. ჩემთვის ეს ჯილდო ძალიან საპატიოა, მითუმეტეს, როცა ოლიმპიურ წელს გავხდი გამარჯვებული. დასაფასებელია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა მათ“.
გიგა გვენცაძე (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი): „შარშანდელი, ოლიმპიური წელი განსაკუთრებულად წარმატებული იყო ქართული სპორტისთვის. ასეთი სერიოზული კონკურენციის პირობებში, როდესაც ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები, საბედნიეროდ, მრავლად გვყავდა, გამარჯვება, ალბათ, განსაკუთრებით მისალოცია. წარმატებები მინდა ვუსურვო გიორგის, რომელიც ქართული ფეხბურთის დიდი იმედია“.
1747811204
საზოგადოებაირაკლი რუხაძე: „იმედში“ რომ შევედით, ძალიან გაგვიკვირდა - ნანახი გვაქვს დამსხვრეული აპარატურა და უცებ დავინახეთ, რომ აპარატურა ადგილზე დგას - ერთს ჰქონდა სტიკერი „რუსთავი 2“, შემდეგი მოვატრიალე და იყო სტიკერი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „იმედის“ დაბრუნებისა და ტელეკომპანიაში შესვლის ეპიზოდი გაიხსენა. მან განაცხადა, რომ „იმედ...
1747811156
საზოგადოებაირაკლი რუხაძე: სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ გააკეთებდა იმას, რაც მერე გააკეთა
საქართველოში თავისუფალი სიტყვის სრული ჩახშობა მოხდა. ეს არის აუცილებელი, იმისთვის რომ მერე ქვეყანაში რაც გინდა ის გააკეთო და იმისთვის, რაც სააკაშვილმა მოუწყო ქვეყანას, იმისთვის რომ აბსოლუტური უკანონობ...
1747811076
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: პირველი დაპირისპირება მთავრობასთან მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როცა ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, რომლებმაც საწყალი სანდრო და მისი მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს ირაკლი რუხაძეს უსმენენ. მან განმარტა როდის და რატომ დაიძაბა ურთიერთობები „იმედსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლე...
1747809971
ახალი ამბებიდედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში, ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობ...
1747809499
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე ჟენევაში გლობალური ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრა გამართა გლობალური ფონდის წ...