კოტე ჟღენტი: ასეთი სახის კონფლიქტები, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება - მსოფლიოს წამყვანი ძალების იმდენი ინტერესია ერთმანეთთან გადაჭდობილი, რომ სწრაფად ამის მოგვარება შეუძლებელია

ასეთი სახის კონფლიქტები როგორც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება ხოლმე, - განაცხადა დიპლომატმა კოტე ჟღენტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მისი თქმით, ამ ომში მსოფლიოს წამყვანი ძალების ინტერესები ეკვეთება ერთმანეთს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.

„ისტორია ამას გვაჩვენებს და ახლაც, ადვილი რომ ეს არ იქნება, ფაქტია. თუნდაც ეს ტრამპის პირველი 100 დღე და იმის შემდეგ გავლილი პერიოდი მოწმობს, რომ 24 საათში, ორ კვირაში და თუნდაც ერთ თვეში ეს ომი არ დამთავრდება, იმიტომ რომ იქ გარდა ამ ორი დაპირისპირებული მხარისა, იმდენი ინტერესია ერთმანეთთან გადაჭდობილი მსოფლიოს წამყვანი ძალებისა, რომ სწრაფად ამის მოგვარება შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, პუტინმა ის ოთხი რეგიონი ჩათვალა უკვე რომ რუსეთის ნაწილია და ხელმძღვანელებს დაუძახა კრემლში, გადაიხადა უზარმაზარი ღონისძიება, კონსტიტუციაში ცვლილება [შევიდა] და ასე შემდეგ და ახლა ვიღაცა თუ ელის, რომ პუტინი, რუსეთი ამ ყველაფერს უკან წაიღებს, მე მგონი ეს არ მოხდება არანაირად. მეორეს მხრივ, უკრაინა იძახის, რომ ის არანაირად თავის ტერიტორიებს არ დათმობს. კონფლიქტის უმაღლესი დონეა ცხელი ომი ასეთ დროს არ ხდება ცეცხლის შეწყვეტა, თუკი მხარეებმა არ შეიგნეს, რომ კომპრომისია საჭირო“, - განაცხადა ჟღენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747811204

საზოგადოება

ირაკლი რუხაძე: „იმედში“ რომ შევედით, ძალიან გაგვიკვირდა - ნანახი გვაქვს დამსხვრეული აპარატურა და უცებ დავინახეთ, რომ აპარატურა ადგილზე დგას - ერთს ჰქონდა სტიკერი „რუსთავი 2“, შემდეგი მოვატრიალე და იყო სტიკერი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „იმედის“ დაბრუნებისა და ტელეკომპანიაში შესვლის ეპიზოდი გაიხსენა. მან განაცხადა, რომ „იმედ...

ირაკლი რუხაძე

1747811156

საზოგადოება

ირაკლი რუხაძე: სააკაშვილს „იმედი“ რომ არ დაეხურა, ვერ გააკეთებდა იმას, რაც მერე გააკეთა

საქართველოში თავისუფალი სიტყვის სრული ჩახშობა მოხდა. ეს არის აუცილებელი, იმისთვის რომ მერე ქვეყანაში რაც გინდა ის გააკეთო და იმისთვის, რაც სააკაშვილმა მოუწყო ქვეყანას, იმისთვის რომ აბსოლუტური უკანონობ...

ირაკლი რუხაძე

1747811076

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: პირველი დაპირისპირება მთავრობასთან მოხდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, როცა ბადრი პატარკაციშვილის სახლთან მდებარე კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, რომლებმაც საწყალი სანდრო და მისი მეგობარი აიყვანეს სასაფლაოზე

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს ირაკლი რუხაძეს უსმენენ. მან განმარტა როდის და რატომ დაიძაბა ურთიერთობები „იმედსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლე...

ირაკლი რუხაძე

1747809971

ახალი ამბები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში, ძაღლის ცოფით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ზამთრის საძოვარზე არსებულ ფერმაში, ცოფით ძაღლის დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობ...

ძაღლის ცოფი

1747809499

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში გლობალური ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში მიმდინარე ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრა გამართა გლობალური ფონდის წ...

მიხეილ სარჯველაძე