„2025 წელს ევროპაში გასამართი არჩევნები დიდ პოლიტიკურ ძვრებს გვპირდება“ - დავით ჩიხელიძე
ექსპერტი დავით ჩიხელიძე 2025 წელს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ არჩევნებმა შესაძლოა, ევროპისა და ევროკავშირის მომავალი შეცვალოს.
„2025 წელს ევროპაში გასამართი არჩევნები დიდ პოლიტიკურ ძვრებს გვპირდება - გერმანიის ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნები, პოლონეთში რეფერენდუმთან მიახლოებული არჩევნები, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები, ევროპაში მემარჯვენე ძალების აღზევა და ა.შ....
2025 წელს დაგეგმილმა არჩევნებმა შესაძლოა ევროპის/ევროკავშირის მომავალი შეცვალოს.
თუ 2024 წელი მთელ მსოფლიოში იყო გამორჩეული არჩევნებით - დონალდ ტრამპის დაბრუნებით აშშ-ში ხელისუფლებაში, მემარჯვენე პარტიების კონსოლიდაციით
ევროკავშირის არჩევნებში და ა.შ. 2025 წელი ევროპისთვის ახალ სიურპრიზებს გვპირდება.
აქ მოცემულია 2025 წელს ჩასატარებელი ძირითადი არჩევნები და შესაძლო შედეგები.
გერმანია:
2024 წლის 16 დეკემბერს ბუნდესტაგის მიერ კანცლერ ოლაფ შოლცს უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, ვადამდელი არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს უნდა ჩატარდეს.
წინასაარჩევნო კამპანია აღინიშნა საუდის არაბეთის წარმოშობის ექიმის მიერ 20 დეკემბერს მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმით. ინციდენტმა მაინც გააჩინა ანტიიმიგრაციული განწყობები აღმოსავლეთ გერმანიის რეგიონში, სადაც ლიდერობს AfD.
INSA-ს უახლესი გამოკითხვის თანახმად, AfD ამჟამად 20,5%-ით მეორე ადგილს იკავებს, პირველ ადგილზე 31%-ით ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და მისი ლიდერი ფრიდრიხ მერცი, პოტენციური მომავალი კანცლერი არის. მერცს სურს ურთიერთობების აღდგენა საფრანგეთთან და პოლონეთთან, აკრიტიკებს ევროპის დიდ დამოკიდებულებას შეერთებულ შტატებზე.
რუმინეთი:
რუმინეთში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წელს გაიმართება, მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო სასამართლომ კენჭისყრის პირველი ტური გააუქმა. სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული იქნა არჩევნებში უცხოური ჩარევის გამო, (მეორე ტურში ცენტრისტი, ევროკავშირის მხარდამჭერი კანდიდატი ელენა ლასკონი და ულტრამემარჯვენე, პრორუსული კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ გადავიდნენ)
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის მცდელობებს, განსაკუთრებით სოციალური მედიის პლატფორმებზე, ჯორჯესკუს რეიტინგი, მკვეთრად გაიზარდა, სოციალურ მედიაში მისი გააქტიურების შემდეგ.
ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
პოლონეთი:
საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის მაისში გაიმართება. საპრეზიდენტო რბოლა მოსალოდნელია, პოლონეთის ძირითადი ორი პარტიის კანდიდატებს შორის . რაფალ ტრზასკოვსკი, ვარშავის მერი სამოქალაქო პლატფორმისთვის (PO) და კაროლ ნავროკი, ისტორიკოსი, რომელიც წარმოადგენს (კანონი და სამართალი) PiS-ს. მიუხედავად იმისა, რომ რბოლა დაძაბულია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ სამოქალაქო პლატფორმა გაიმარჯვებს (მოქმედი პრემიერ მინიტრ ტუსკის პარტია)
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ მინისტრი ტუსკი (სამოქალაქო პლატფორმა) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ყოველდღიურ მმართველობაზე, პოლონეთში პრეზიდენტის როლი კვლავ მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის თანამდებობას ანჟეი დუდა იკავებს (კანონი და სამართალი(PiS)) რომელმაც ვეტოს უფლების გამოყენებით მთავრობის არაერთი კანონპროექტი დაბლოკა.
იტალია:
სექტემბერში მნიშვნელოვანი საარჩევნო ტესტი ელის ჯორჯია მელონს არჩევნები ჩატარდება ექვს რეგიონში: პულიაში, კამპანიაში, ლე მარშიში, ტოსკანაში, ვალე დ'აოსტასა და ვენეტოში. ეს არჩევნები გვაჩვენებს გვაჩვენებს იტალიაში არსებულ სურათს და რეალურ ძალთა ბალანს.
ჩეხეთი:
ჩეხეთში საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის ოქტომბერში გაიმართება.
უახლესი გამოკითხვებით ANO-ს (რომელსაც პოპულისტი ანდრეი ბაბიში ხელმძღვანელობს) მხარს მოსახლეობის 34,5%, უჭერს, მოსალოდნელია რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა, ხმების 13,7%-ს მიიღებს, რომელსაც მემარჯვენე ცენტრისტული პარტია STAN (EPP) მოჰყვება - 11%.
ბაბიშის გამარჯვება გააძლიერებს ულტრამემარჯვენე ღერძს ცენტრალურ ევროპაში, რომელშიც შედის უნგრელი ვიქტორ ორბანი და სლოვაკი რობერტ ფიცო. აღსანიშნავია, რომ მილიარდერ ყოფილ პრემიერ-მინისტრს(ანდრეი ბაბიში) "ჩეხეთის ტრამპი" შეარქვეს.
ხორვატია:
ხორვატები რესპუბლიკის პრეზიდენტს 12 იანვარს მეორე ტურში აირჩევენ. სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ზორან მილანოვიჩი ხელახლა იყრის კენჭს. ის კენჭს იყრის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, მაგრამ მას მხარს უჭერს კოალიცია, რომელსაც სოციალ-დემოკრატიული პარტია (SDP) ხელმძღვანელობს.
მილანოვიჩი ეწინააღმდეგება უკრაინის მთავრობის მხარდაჭერას და ხორვატი ჯარისკაცების მონაწილეობას ნატოს მისიაში, ასევე ეწინააღმდეგება ხორვატი ჯარისკაცების მონაწილეობას
უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადებაში. გამოკითხვებში მილანოვიჩი ლიდერობს 37,4%-ით, უსწრებს დრაგან პრიმორაჩს (20,8%), კანდიდატს, რომელსაც მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის პარტია, ხორვატიის დემოკრატიული კავშირი (HDZ)
გაერთიანებული სამეფო:
1 მაისს დიდ ბრიტანეთში ჩატარდება პირველი არჩევნები გასული ივლისის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, როდესაც ლეიბორისტული პარტია დაბრუნდა ხელისუფლებაში და კირ სტარმერი გახდა პრემიერ-მინისტრი.
ინგლისში ჩასატარებელი არჩევნები ერთგვარი ტექსტია, რომელიც გვაჩვენებს, ივლისში ლეიბორისტების გამარჯვება შემთხვევითობა იყო თუ ლეიბორისტული პარტიის გაძლიერების დასაწყისი
Sky News-ის თანახმად, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ლეიბორისტები და კონსერვატორები ამჟამად 20%-იან დიაპაზონში არიან - (ისტორიულად დაბალი მხარდაჭერის დონე ორივე პარტიისთვის) - მათ 5% ით ჩამორჩება რეფორმების პარტია და მისი ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი.
ბელორუსია:
26 იანვარს დაგეგმილი არჩევნები სიურპრიზებს არ გვპირდება, დიდი ალბათობით კვლავ ლუკაშენკო გაიმარჯვებს.
რუსეთი:
მომავალ სექტემბერში რუსეთში დუმის შუალედური არჩევნები გაიმართება, 18 რეგიონში კი გუბერნატორების არჩევნები ჩატარდება.
ნორვეგია:
8 სექტემბერს ნორვეგიაში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს 169 ადგილიანი სტორტინგის შემადგენლობას და გაირკვევა ვინ შეიძლება გახდეს შემდეგი პრემიერ-მინისტრი. ამჟამად ამ თანამდებობას იკავებს მემარცხენე ცენტრის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იონას გაჰრ სტერი.
მთელ ევროპაში, ბოლო გამოკითხვები მიუთითებს მემარჯვენე პარტიების რეიტინგის ზრდას,
მოსალოდნელია, რომ ულტრამემარჯვენე პროგრესის პარტია რომელმაც 2021 წელს 10% მიიღო, 2025 წლისთვის ხმების სულ მცირე 20 % მიიღებს.
ირლანდია:
ოფიციალური თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ ირლანდიელები 2025 წლის ნოემბრისთვის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, დიდი ალბათობით დასრულდება მაიკლ ჰიგინსის 14 წლიანი პრეზიდენტობა. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიაში პრეზიდენტის ინსტიტუტი ძირითადად საზეიმო ხასიათს ატარებს, პრეზიდენტის აქვს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური პასუხისმგებლობა, როგორიცაა კანონპროექტების ხელმოწერა და ირლანდიის წარმოდგენა გლობალურ ასპარეზზე.
საპრეზიდენტო რბოლაში ოფიციალურად არცერთი კანდიდატი არ შესულა, თუმცა, ირლანდიური მედია გამოცემა The Journal ასახელებს პოტენციურ კანდიდატებს. ხსენებულ სახელებს შორის არის ნაცნობი სახეები ბრიუსელიდან: ყოფილი ევროკომისარი მაირეად მაკგინესი და ყოფილი ევროპარლამენტარი ფრენსის ფიცჯერალდი - ორივე მემარჯვენე ცენტრის პარტიიდან Fine Gael.
2025 წელს ასევე განახლდება ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატა, სეანადი,
საქართველო:
2025 წლის ოქტომბერში, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის.
მოლდოვა:
2025 წლის საკანონმდებლო არჩევნებისთვის პრეზიდენტის პარტია (მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია - PAS) იბრძვის. თუ ის უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, მოუწევს სხვა პოლიტიკურ ძალებთან დაპირისპირება, რომელთაც მხარი არ დაუჭირეს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას (რეფერენდუმი)
ალბანეთი:
ალბანეთში, პრეზიდენტმა ბაჯრამ ბეგაიმ დანიშნა საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 11 მაისისთვის,
დემოკრატიული პარტია(DP) შეეცდება ბოლო მოუღოს სოციალისტური პარტიის სამი თანამიმდევრული ვადით მმართველობას. ქვეყანა რამდენიმე წელია მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია, პოლიტიკური დებატები ძალზე პოლარიზებული იყო DP, სოციალისტებს და კომუნისტური რეჟიმის მემკვიდრესა და ენვერ ხოჯას მუშათა პარტიას შორის. პოლარიზება არჩევნებამდე შენარჩუნდება, ოპოზიცია ხელისუფლებას პოლიტიკური მიზეზების გამო ოპოზიციის წარმომადგენლების ციხეში გაგზავნაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მაისში უცხოეთში მცხოვრებ ალბანელებს ხმის მიცემის საშუალება პირველად ექნებათ“, - წერს დავით ჩიხელიძე.
1736244270
სოციალური მედია„ის რაც ჩვენთვის სამშობლოა - კოლექტიური დასავლეთისთვის ტერიტორიაა - რუსეთის წინააღმდეგ!“ - რას წერს ნუკა არველაძე
ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა და საკუთარი ანალიზი სოციალური ქსელის გამომწერებს გაუზიარა. მისი თქმით, ევროკავშირს საქართველო არ...
1736237198
საზოგადოება„ძირითადად ვრცელდება სასუნთქი წვეთებით, სიმპტომები ხშირად წააგავს გაციებას ან გრიპს, რაც ართულებს დიაგნოზის დასმას“ - გიორგი ფხაკაძე HMPV-ზე
პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და...
1736232674
ჰოროსკოპი„საქართველოში პოლიტიკოსის შვილს გაიტაცებენ, ან იქნება მისი სიკვდილი... ბანკზე თავდასხმა იქნება, ჩამოვარდება ვერტმფრენი“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება
საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთა...
1736229155
საზოგადოებაროგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
7 იანვარს ქვეყნის მასშტაბით მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით აიწევს. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +14 - უმეტესად მზიანი სოხუმი +14 - უმეტესად მზიან...
1736226882
საზოგადოებარატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს და ტრადიციები, რომელიც შობის დღესასწაულს უკავშირდება
ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. VI საუკუნემდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო, მაგრა...