აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის აფხაზეთის მთავრობაში ცხელი ხაზი ამოქმედდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობისთვის ცხელი ხაზი - 143 ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს, ნებისმიერ საკითხზე, სწრაფი და ამომწურავი პასუხის მიღება შეუძლიათ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის ინფორმირებისა და მთავრობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის, უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანდაცვის, განათლების და სოციალური მიმართულებით არსებული სერვისები. ამ მიზნით, მთავრობის წევრებთან ერთად სხვადასხვა რეგიონში, დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელსაც დევნილ მოსახლეობას პირადად მინისტრები გადასცემენ, ცხელი ხაზის - 143-ის ამოქმედებამ კი მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩინა“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ცხელი ხაზის ნომერზე - 143 დაკავშირება უფასოა და შესაბამისი ინფორმაციის მიღება უკვე აფხაზურ ენაზეც არის შესაძლებელი.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738956617

ახალი ამბები

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური...

მოძრაობა

1738955180

ახალი ამბები

საგარეჯოში მკვლელობა მოხდა - ნაპოვნია ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი

საგარეჯოში მკვლელობა მოხდა. არსებული ცნობით, ნაპოვნია ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც ,,ექსკლუზივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამ...

პოლიცია

1738952574

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: ახალი თაობის ევრობიუროკრატიას კი საქართველოს მიმართ ერთი შეხედვით უცნაური რეფლექსიები ჩამოუყალიბდა, მათი სახელია ორმაგი სტანდარტები

 ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარის მარტა კოსის მიერ საქართველოში არსებული სიტ...

ააა

1738949020

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა

რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის...

ვლადიმერ ბოჟაძე

1738947079

მსოფლიო

ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლის შემდეგ, აშშ-დან მექსიკაში თითქმის 11 000 მიგრანტის დეპორტირება განხორციელდა

 20 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი დონალდ ტრამპმა დაიკავა, მექსიკამ შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული თითქმის 11 000 ადამიანი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს მექსიკის...

აშშ