„მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალდარღვევათა კოდექსში“ - მამუკა მდინარაძე
„მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალდარღვევათა კოდექსში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე იზრდება. ასევე, ცვლილებების მიხედვით, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისათვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი, ბევრია ასეთი, ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება.
ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში შევა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდებისთვის განისაზღვრება პატიმრობა. პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა და ძალადობა გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში და დაისჯება 5 წლიდან 6 წლამდე პატიმრობით.
ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში.
სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც.
„მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში კვლავ გრძელდება „დიფსტეიტის“ აგენტების მიერ ხელისუფლების ცვლილების მცდელობა. მართალია მათ ამ ჯერზეც უსერიოზულესი კრახი განიცადეს, მაგრამ მაინც გვრჩება გამოწვევები. თავიანთი პატრონების დავალებით ისინი კვლავ აგრძელებენ ქვეყნის ჯანჯღარს და საბედნიეროდ მიზანთან ახლოსაც არ არიან. ამის მიუხედავად მათი ჯაშუშური საქმიანობის და შესაბამისი გარე დახმარების შედეგად ქვეყანას შედარებით მცირე, მაგრამ სხვა სახის პრობლემები ექმნება. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში, ნაცვლად 10%-იანი ეკონომიკური ზრდისა, ქვეყანას ჰქონდა 6,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, გაუარესდა ლარის კურსი და შესაბამისად ქვეყანამ და მისმა ეკონომიკამ გარკვეული დარტყმა მაინც მიიღო.
დღევანდელი მოცემულობით ეს უარყოფითი ტენდენცია ეკონომიკური მიმართულებით გასწორდა, მაგრამ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საბოტაჟი, მოგონილი პროპაგანდისტული და მავნებლური არგუმენტებით, დიფსტეიტის აგენტურამ რაც შეიძლება ნაკლებად შეძლოს. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ხალხისვე და სამშობლოს მსახურება მოახერხოს ხელოვნური დაბრკოლებების გარეშე. ხელოვნურ დაბრკოლებებში ვგულისხმობ, წინა პერიოდებში, სხვადასხვა დროს, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის და გარე ძალების გავლენებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების ნგრევის და დასუსტებისკენ.
წლების განმავლობაში, დეტალების დონეზე, მიზანმიმართულად წარმოებდა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში, რომ სახელმწიფო და მისი მართვის ბერკეტები მაქსიმალურად ყოფილიყო დასუსტებული. დღეს ჩვენ საბედნიეროდ უკვე გვაქვს დამოუკიდებლობის ის ხარისხი, რომ შევძლოთ ასეთი მავნებლური ნორმების შეცვლა, რაც გააუმჯობესებს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვის ბერკეტებს და მეორე მხრივ, გააიოლებს ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკის გაძლიერება/გაჯანსაღებას და ასევე დაიცავს პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ფსევდოლიბერალური ფაშიზმის, ბულინგის და მცირე აგენტურული ჯგუფების მიერ თავსმოხვეული ამაზრზენი თავდასხმებისგან. ჩვენ გვაქვს მოცემულობა დღეს, როდესაც, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ოთხი ასეული ადამიანისგან შემდგარი, უცხო ძალების ორგანიზებით კარგად გაწვრთნილი აგენტურული ბირთვი, უხეშად არღვევს ოთხი მილიონი ადამიანის, ამ ქვეყნის მოქალაქეების, უფლებებს. სწორედ ამ ანომალიის გამოსასწორებლად ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალებები.
დღეს წარმოგიდგენთ ამ მიდგომის რეალიზების პირველ ნაწილს, რომელიც უკვე დაინიცირებულია საქართველოს პარლამენტში და პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სრულად არ შეიცვლება თავსმოხვეული ნორმები - სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების და დამოუკიდებლობისათვის აუცილებელი ნორმების მიღებით. ახლა კი უფრო კონკრეტულად: მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები პირველ რიგში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მათ შორის, მაგალითად, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისათვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და მათი შეურაცხყოფისათვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისათვის და სხვა მსგავსი, ბევრია ასეთი, ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც 60 დღემდე. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით, რისთვისაც ასევე მკაცრი სანქციები განისაზღვრება.
სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ვხედავთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. კერძოდ: ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდება აქამდე ისჯებოდა მხოლოდ ჯარიმით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით. არსებული ცვლილებით ამ ქმედებისათვის განისაზღვრება პატიმრობა, ეს არის უკვე სასჯელზე და არა სახდელზე საუბარი, პატიმრობა სამ წლამდე ვადით. იზრდება სისხლისსამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობისთვის და ეს გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში, 5 წლიდან 6 წლამდე ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე, მკაცრდება სანქცია პოლიციელზე, ხელისუფლების წარმომადგენელზე და მათი ოჯახის წევრებზე თავდასხმისათვის ჯგუფურობის, არაერთგზისობის, საშიში საშუალებით განხორციელების შემთხვევაში. ეს კონკრეტული გარემოებები გადავა დამამძიმებელ გარემოებებში და ამაზე იქნება რა თქმა უნდა შედარებით მკაცრი სანქცია, როგორც დამამძიმებელ გარემოებებზე.
სასჯელი იზრდება პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზეც. ეს ახალი ნორმა იქნება, სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის ან ძალადობის მუქარის ჩამდენი პირიც. ასევე, ჩვენ არაერთი ადმინისტრაციული სახდელი გვექნება, მათ შორის, გამკაცრების მიმართულებით და ეს პაკეტი დღეს შეგიძლიათ უკვე იხილოთ დეტალურად. მე ძირითადი რაც იყო როგორც ადმინისტრაციულში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, ეს წარმოგიდგინეთ და კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ჩვენ ვერავის მივცემთ საშუალებას, რომ წლების განმავლობაში დაგროვებული ძალიან ბევრი, გარედან ინსპირირებული, თავსმოხვეული ცვლილებების გამოყენება შეძლოს ვინმემ იმისათვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი შეზღუდოს და ხელისუფლებას არ ჰქონდეს ქვეყნის მართვის საშუალება პრაქტიკულად და ეს ფაშისტური გამოხტომები ისე იქნეს რეალიზებული, რომ ამაზე სახელმწიფოს პასუხი არ ჰქონდეს.
ამაზე სახელმწიფოს ექნება მკაცრი პასუხი მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს რეალური ბერკეტი რომ მართოს ქვეყანა ისე, რომ გარე ძალებმა და მათმა აგენტურამ ვერ შეძლოს ვერც ეკონომიკის ზრდის გაუარესება და ათის მაგივრად ექვსის და შვიდის უზრუნველყოფა. სამი და ოთხი პროცენტით ეკონომიკის უკან დაწევა არ არის პატარა საქმე, ამას გადავურჩებით, გავიტანთ, უკვე გასწორდა ეს პარამეტრები, მაგრამ რატომ? დეკემბერში რატომ არ უნდა ყოფილიყო ათი და რატომ უნდა გვიწევდეს ჩვენ შიგნით ბრძოლა აგენტურასთან და რატომ არ უნდა ვიბრძოდეთ ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესებისთვის და ამ საქმეებით რატომ უნდა ვიყოთ დაკავებული. ანუ, ჩვენ გვექნება ცვლილები, რომლებიც აგენტურას შეუზღუდავს სივრცეებს, რომ მათ საკუთარი ქვეყნის საბოტაჟი განახორციელონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1774028123
საქართველოსლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი: ილია მეორემ დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც სცილდება მისი ქვეყნის საზღვრებს
სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი, რასტისლავ ჩოვანეცი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს. თავის მიმართვაში ჩოვანეც...
1774026338
ახალი ამბებიშსს: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს, 15:00 საათიდან, თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, 21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ...
1774025000
მსოფლიოიესო ქრისტეზე გაკეთებული განცხადების გამო ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტების გაკეთება მოუწია
იესო ქრისტეზე გაკეთებული განცხადების გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტების გაკეთება მოუწია. ისტორიკოს უილ დურანტის ციტირებით, ნეთანიაჰუმ 19 მარტის საღამოს სატელევიზიო მიმართვ...
1774022391
საზოგადოებასერბეთის პატრიარქი პორფირე: ილია მეორის ღვაწლმა წარუშლელი კვალი დატოვა მრევლზე, შემდგომ კი მთელ მსოფლიოს მოეფინა, ნეტარი იყოს ხსენება შენი, ჩვენო უნეტარესო ძმაო ილია
პეჩის მთავარეპისკოპოსმა, ბელგრად-კარლოვცის მიტროპოლიტიმა, სერბეთის პატრიარქმა პორფირემ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გამოუგზა...
1774019984
საზოგადოებაპოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანმა, ვოიჩეხ კოლარსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის სახელით საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. კოლარსკიმ თანაგრძნობა გამოხატა ქარ...


























