ალექსანდრე დარახველიძე: ბოლო პერიოდში მიგრაციული ნაკადები ძალიან გაზრდილია, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები და მაქსიმალურად გაფილტროს საზღვარზე ადამიანები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებასთან დაკავშირებთ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა.
მისი თქმით, კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.
ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში მიგრაციული ნაკადები ძალიან გაზრდილია. მაგალითად, 2023 წელს 116 მილიონი ადამიანი გახდა იძულებული, რომ დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი და ეძებს თავშესაფარს. შესაბამისად, ეს ნაკადები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოძრაობენ და, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები, მაქსიმალურად გაფილტროს საზღვარზე ადამიანები და შემოუშვას თავის ქვეყანაში მხოლოდ ის კატეგორია, რომელიც ეკონომიკისთვის არის ხელშემწყობი და უსაფრთხო.
„სამწუხაროდ, მიეცა ისეთი ინტერპრეტაცია, თითქოს, გამარტივდა და უფრო მეტად და მარტივად შეეძლებათ ქვეყანაში შემოსვლა, ამ დროს პირიქითაა. იურისტებს, ვისაც კარგი გამოცდილება აქვთ აქტების წაკითხვის წესით, მათ ეს პრობლემა არ უნდა შექმნოდათ. რა თქმა უნდა, ჩვენც ამ პროცესში აქტიურად ვაანალიზებთ მიგრაციულ ტენდენციებს, რაც მსოფლიოში არსებობს. დადგენილება მიღებულია 2015 წელს და განისაზღვრა 50 ქვეყანა უსაფრთხო ქვეყანა. ამ ქვეყნების მიერ თუ არის გაცემული ვიზა, ან ბინადრობის მოწმობა, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეზე საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ მას შეუძლია ქვეყანაში შემოსვლა უვიზოდ და დარჩენა 90 დღის ვადით.
ამასთან, არსებობდა 5 ქვეყანა, რომლებსაც ეძახიან გალფის ყურის ქვეყნებს. პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ ეს ქვეყნები ადვილად გასცემენ ბინადრობის მოწმობებს და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს აძლევენ შესაძლებლობას, რომ საქართველოსი შემოვიდნენ, რაც მთავარია, ამ ვიზებით შემოსული მოქალაქეების მეოთხედი საქართველოში შემოსვლისთანავე ითხოვდა თავშესაფარს. თავშესაფრის მოთხოვნის შემდეგ იწყება ხანგრძლივი პროცედურები, რაც მინიმუმ 2 წელი მაინც გრძელდება. ეს ადამიანი საქართველოსი რჩება ლეგალურად, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ყოველთვიური შემწეობით, ჯანდაცვის სისტემით, განათლების უფლებით, უფასო იურიდიული დახმარებით და ა.შ. როდესაც სახელმწიფო უწყებებს საუბარი გვქონდა, დადგა საკითხი, რომ კონკრეტულ ქვეყნებთან დაკავშირებით დაწესებულიყო შეზღუდვები, ვინაიდან ამ ქვეყნების ვიზით შემოდიან ისეთი ქვეყნის მოქალაქეები - მაგალითად ავიღოთ ავღანეთის მოქალაქეები, რომელთა გაძევება ავღანეთში არ არის შეუძლებელი, თუნდაც დასრულდეს 2-წლიანი ხანგრძლივი პროცედურები, მაგრამ ვერ ვაძევებთ ავღანეთში, რადგან იქ ისეთი ვითარებაა, შეიძლება ის წამებას დაექვემდებაროს, არაადამიანურ მოპყრობას და ა.შ.
ამიტომ კომპრომისული ვარიანტი იქნა მოფიქრებული, ჩაიდო მოთხოვნა, ჩამონათვალი გაკეთდა. დაახლოებით, სულ არის 17 ქვეყანა და ამ ქვეყნებისთვის დაწესდა შეზღუდვა, რომ - თუ, მაგალითად, ბაჰრეინის სამეფოს ვიზით შემოდის ავღანეთის მოქალაქე, ვიზაზე, ან ბინადრობაზე უნდა ჰქონდეს 1 წელი და მეტი ვადა დარჩენილი. იმისათვის, რომ დავიწყებთ გაძევების პროცედურებს მინიმუმ უკან დავაბრუნოთ ბაჰრეინში და არ მოგვიწიოს ავღანეთში გაძევება“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
1745678002
ახალი ამბებიდავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ: ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კაჭარავამ განმარტა, რომ რაგბის კავშირის პრიორიტეტი ბავშვთა რაგბი იქნება, რათა მეტი წარმატებ...
1745676335
ახალი ამბებინინო წილოსანი: იმედს ვიტოვებ, რომ ჯო უილსონი რაღაც მომენტში მაინც უკეთ გაერკვევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში, ან მინიმუმ იმას აღმოაჩენს, რომ ინფორმაციის მიმწოდებლები ტყუილის გამავრცელებლები არიან
„დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ქვეყანასთან მიმართებით - ამ შემთხვევაში, საუბარი იყო ავღანეთზე, ბანგლადეშზე და ასე შემდეგ, თითქოსდა, შეიცვალა სახელმწიფოს სავიზო პოლიტიკა, ეს არის მტკ...
1745674983
ახალი ამბებისაქართველოს რაგბის კავშირს დავით კაჭარავა უხელმძღვანელებს
ვეტერანი ბორჯღალოსანი, დავით კაჭარავა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა(57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემა...
1745670589
ახალი ამბები„ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული“ - ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან მის შეხვედრას აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურ...
1745669130
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის
პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის , - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. „ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან...