ნინო წილოსანი: იმედს ვიტოვებ, რომ ჯო უილსონი რაღაც მომენტში მაინც უკეთ გაერკვევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში, ან მინიმუმ იმას აღმოაჩენს, რომ ინფორმაციის მიმწოდებლები ტყუილის გამავრცელებლები არიან

„დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ქვეყანასთან მიმართებით - ამ შემთხვევაში, საუბარი იყო ავღანეთზე, ბანგლადეშზე და ასე შემდეგ, თითქოსდა, შეიცვალა სახელმწიფოს სავიზო პოლიტიკა, ეს არის მტკნარი სიცრუე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.
იგი აღნიშნულ თემაზე ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი რაღაც მომენტში მაინც უკეთ გაერკვევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში, ან მინიმუმ იმას აღმოაჩენს, რომ აქედან ინფორმაციის მიმწოდებლები უბრალოდ ტყუილის გამავრცელებლები არიან.
დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ქვეყანასთან მიმართებით - ამ შემთხვევაში, საუბარი იყო ავღანეთზე, ბანგლადეშზე და ასე შემდეგ, თითქოსდა, შეიცვალა სახელმწიფოს სავიზო პოლიტიკა, ეს არის მტკნარი სიცრუე. აღნიშნული უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ არსებული სავიზო პოლიტიკის უფრო გამკაცრებას. ამ საკითხის სრულიად თავდაყირა ამერიკელი კონგრესმენისთვის მიწოდება, ხოლო მისი მხრიდან ამაზე გამოხმაურება, მინიმუმ, არაკომპეტენტურობაა“, - განაცხადა წილოსანმა.
ინფორმაციისთვის, სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს, 17 აპრილის დადგენილებით 17 ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლას შეძლებს, ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეხმიანება.
„სიგიჟის ახალი დონის მიღწევით ამერიკის მოძულე „ქართული კოშმარის“ რეჟიმმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა „თალიბანს“ მას შემდეგ, რაც თავისი ღრმაწყლოვანი პორტი მიყიდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და პრეზიდენტ ტრამპს „დიფ სთეითის“ ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა. ამავდროულად, ისინი ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან. საკმარისია, სანქციები და ახალი არჩევნები. #MEGOBARI“, - წერს უილსონი.
1745689889
ახალი ამბებიპატრიარქი: დიდად ვწუხვართ ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო, მიუხედავად იმისა, რომ იგი, ძირითადად, მოსკოვში ცხოვრობდა, სამშობლოზე ფიქრი მას არასოდეს შეუწყვეტია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ზურაბ წერეთლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „დიდად ვწუხვართ მსოფლიოში აღიარებული ქართველი ხელოვანის და დიდი მეცენატის, ბატონი ზურაბ წერე...
1745688357
ახალი ამბებინინო წილოსანი: როდესაც ამდენი კითხვის ნიშანი ისმის, ალბათ მინიმუმ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება, რომ საფრანგეთის საელჩომ ამ კითხვებს გასცეს პასუხი
საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტების საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გამოეხმაურა. „უცნობია რა პრინციპით და რა კრიტერიუმებით შეირჩა აღნიშნული ნაცური ორგანიზაც...
1745686290
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: დაუჯერონ ბურჭულაძეს, ჩაატარონ არჩევნები, ჩვენ მოვიმარაგებთ შესაბამის პოპკორნს, რომ ვუყუროთ როგორ ჩაატარებენ საპარლამენტო არჩევნებს
„მოვიმარაგებთ შესაბამის პოპკორნს, რომ ვუყუროთ როგორ ჩაატარებენ საპარლამენტო არჩევნებს“, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო...
1745684565
ახალი ამბები„წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს. „26 აპრილის დღის ბოლოდან 27 აპრილის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნე...
1745681696
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ზელენსკისთან მოლაპარაკებამდე ტრამპმა მაკრონს ხელი არ ჩამოართვა, აშშ-უკრაინის ლიდერთა შეხვედრას არ ესწრებოდნენ არც საფრანგეთის პრეზიდენტი და არც ბრიტანეთის პრემიერი
„ზელენსკისთან მოლაპარაკებამდე ტრამპმა მაკრონს ხელი არ ჩამოართვა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის, ვატიკანში გამართულ შეხვედრა...