ამერიკის ელჩი: გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები აქედან მოდის პოლარიზაცია და არა პარტნიორებისგან

საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის ბრალდებები, რაც მათ ამერიკის საელჩოს წაუყენეს უაზრო შეთქმულების თეორიაა.

კელი დეგნანი სთავაზობს ქართველ ხალხს, გაიხედოს წარსულში და დაინახოს, საიდან მოდის პოლარიზაცია. მისი თქმით, ეს "გავრილოვის ღამემ", არშესრულებულმა დაპირებებმა, არადემოკრატიულმა ქმედებებმა განაპირობა და არა დასავლელმა პარტნიორებმა.

"მე ზუსტად არ ვიცი, რას ან ვის წარმოადგენს ეს ჯგუფი ან რამდენად განსხვავდებიან მმართველი პარტიისგან, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, დატოვებული აქვთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის ბრალდებები, რომლებიც მათ წაუყენეს ამერიკის საელჩოსა და სხვებს არის უაზრო შეთქმულების თეორია, რომელიც არანაირი ფაქტით არ მყარდება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამერიკის საელჩო მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში და ასე ვიქცევით ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ასე გვესმის საქართველოს მხარდაჭერა, რომ ამ ქვეყანამ განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ეკონომიკა და უფრო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა გახდეს. ნებისმიერი ბრალდება, რომ თურმე ჩვენ ვართ დამნაშავე ამ პოლარიზაციაში, რომელიც აქ არის, წარმოადგენს ბრალის გადატანის მცდელობას დასავლელ პარტნიორებზე, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ეხმარებიან ამ ქვეყანას. ეს პოლარიზაცია აქ იყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მე ჩამოვიდოდი და მე ვთავაზობ ქართველ ხალხს გაიხედოს წარსულში და დაინახოს, საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია. გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები სწორედ აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან", - ამბობს კელი დეგნანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ამაზე ძვირფასი ცხოვრებაში არაფერი მქონია“ - იუბილარი გიორგი ღოღობერიძე გულშემატკივრებს მადლობას უხდის

🔵 „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომით დაიღალოს რუსეთი და არა ჩვენ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔵 მთავრობა 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გეგმავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745164477

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. მომიტინგეებმა სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატე...

აქციები

1745160046

მსოფლიო

Politico: აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ „ექსპერტების დონეზე“ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ

 ირანის ბირთვულ პროგრამაზე 19 აპრილს რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი შეხვედრა ექსპერტების დონეზე გამართონ. ამის...

აშშ და ირანი

1745153818

მსოფლიო

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა

 კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცის...

იტალია

1745152346

მსოფლიო

ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

 ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწო...

ღაზაღაზა

1745148150

მსოფლიო

კიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება

 აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაე...

კიტ კელოგი