გიორგი ქოჩორაშვილი: მინდა, როცა „ლევანტეს“ დავტოვებ, მთავარი კარიდან გავიდე, ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა

„ლევანტეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე გიორგი ქოჩორაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელმაც „სარაგოსასთან“ მოახლოებულ მატჩსა და მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა.
„გუნდში, როგორც ყოველთვის კარგი გარემოა, გუნდი ერთიანია, რადგან მოედნის მიღმაც მეგობრები ვართ. როდესაც ვვარჯიშობთ, ვერ გაიგებთ, ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა ან ყველაზე უფროსი, რადგან ისინი ძალიან ჩართულები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს მეტს და ვინ ნაკლებად. ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა. არსებობს გამოთქმა: „თუ გინდა სწრაფად იმოქმედო, იარე მარტო, მაგრამ თუ გინდა უფრო შორს წახვიდე, იარე ერთად“. მწვრთნელიც იზიარებს ამას და გუნდში მეგობრული გარემოა. ყველა ვარჯიშზე სიამოვნების მისაღებად გავდივართ და ყველაფერს ვაკეთებთ.
შედეგი ჩვენზე არაა დამოკიდებული, მაგრამ კარგია ის, რომ ჩვენს ხელშია. შედეგი მხოლოდ ის არ არის, რაც თამაშის ბოლოს დგება, არამედ ის, რასაც ყოველდღე აკეთებ, იქნება ეს ვარჯიშებზე, მატჩებში, გასახდელში თუ მის გარეთ.
ისტორიიდან ვიცით, რომ „სარაგოსა“ ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ახლა ცოტა უჭირს, მაგრამ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს და რთული თამაში იქნება. თუმცა, სტადიონზე ჩვენი ფანებიც იქნებიან, ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა გულშემატკივარმა ისიამოვნონ და დაინახონ, რომ ბოლომდე ვიხარჯებით, ყველა კომპონენტში ვიბრძვით. ვეცდებით, ძლიერები ვიყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ, როგორც ყველა თამაშში.
როდესაც გარბიხარ და სუნთქვა გიჭირს, მაგრამ შენი გულშემატკივრების ხმა გესმის, ეს სუფთა ჰაერი გეხმარება ისუნთქო და ენერგიას გმატებს, როგორც ეს მოხდა „რასინგთან“, როცა სტადიონი სავსე იყო. ისინიც ჩართულები არიან თამაშში და გვეხმარებიან. მინდა, მათ ვუთხრა, რომ თამაშში დიდი წვლილი შეაქვთ.
ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო დიდი მიზნებისთვის ბრძოლა, მაგრამ ახლა ჩემთვის მნიშვნელოვანი აწმყოა. საუკეთესო მომავალს გაძლევს ის, რასაც აწმყოში აკეთებ. 2019 წლიდან „ლევანტეში“ ვარ და ეს არა მხოლოდ კლუბის სიყვარულია, არამედ იმ ადამიანების, რომლებსაც აქ წარსულში შევხვდი. ეს კლუბი ბევრ ღირებულებას ნერგავს.
ჩემი მიზანი ყოველთვის აწმყო იქნება, ჩემი თანაგუნდელები ყველანაირად იმუშავებენ და ყველაფერს გააკეთებენ. მინდა, რომ როცა კლუბს დავტოვებ, მთავარი კარიდან გავიდე. იმ კლუბებში, სადაც ვყოფილვარ, მაგალითად, „კასტელონში“, ყოველთვის მინდოდა იქ ჩემი სახელი დამეტოვებინა. სწორედ ამას ვეცდები „ლევანტეში“. იმედია, მივაღწევთ მიზანს, რომელიც დავისახეთ და რომელსაც „ლევანტეს“ გულშემატკივრები იმსახურებენ. როდესაც ცხოვრებაში ბევრს იტანჯები, თუ წინსვლას განაგრძობ, ეს ტანჯვა ყოველთვის ღიმილად გადაიქცევა, ვფიქრობ, ეს ღიმილი ჩვენამდეც მოვა“, - განაცხადა ქოჩორაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ის ზაფხულიდან კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს.
1745055552
მსოფლიოილონ მასკი: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ისტორიაში ყველაზე დიდი აფერაა
აშშ შეიძლება ფინანსურ კრახამდე მივიდეს, თუ გააგრძელებს მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც ისტორიაში ყველაზე დიდ აფერად შეიძლება ჩაითვალოს, - განაცხადა აშშ-ის მთავრობი...
1745055220
ახალი ამბებიჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
19 აპრილს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისღრმაღელეს სათავე ნაგებობასელექტროენერგიის მიწოდება ავარიულადშეუწყდა. აღნიშნულიდან გამომდინარე დღეს, 19 აპრილისდილის 11:30 საათიდან ნაძალადევისა და ისნისრაიონების მ...
1745055040
სპორტიჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა - ხვიჩა კვარაცხელია ტოპ 10-შია
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპების დასრულების შემდეგ 2025 წლის ოქროს ბურთის რეიტინგი განახლდა. ხვიჩა კვარაცხელია კი ტოპ 10-შია - ის მე-9 ადგილზეა. სათავეში კვლავ კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილი...
1745053328
ახალი ამბებისაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა: ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ დაზიანება აღმოფხვრილია, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა
ელექტროგადამცემ ხაზ „კავკასიონზე“ დაზიანება აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებისთვის ეტაპობრივად აღდგება, - განუცხადეს „იმედინიუსს“ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესსამ...
1745050565
ახალი ამბებიწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათზე ჩამოიტანენ
წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში, ტრადიციულად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” რეისით მოხდება. წმინდა ცეცხლს „ჯორჯიან ეარვეისის” რეგულარული რეისით 19 აპრილს ჩამოიტანენ. „ჯორჯიან ეა...