"არ მინდოდა, პრეზიდენტი ყოფილიყავით, მეშინოდა, რომ არ იქნებოდით თანმიმდევრული ეროვნული არჩევანის დაცვისას, მაგრამ ახლა ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს" - ალეკო ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილს
არ მინდოდა, პრეზიდენტი ყოფილიყავით, მეშინოდა, რომ არ იქნებოდით თანმიმდევრული ეროვნული არჩევანის დაცვისას, მაგრამ ახლა ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს" – ასე მიმართა "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც დღეს წლიური ანგარიში წარადგინა.
ელისაშვილის თქმით, მას წლების წინ ეშინოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ იქნებოდა მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას.
"პიროვნულად არაფერს გერჩოდით, ქართულ ემიგრაციას წარმოადგენთ და ერთ-ერთი ხართ იმ გათქვეფილ და გამქრალ ემიგრაციიდან რომ გადარჩით ქართველად, დაგვიბრუნდით და ახლა უკვე პრეზიდენტი ხართ. მაშინ რისი მეშინოდა და რატომ არ მინდოდა თქვენი პრეზიდენტობა, რადგან მეშინოდა, რომ არ იქნებოდით მტკიცე და თანმიმდევრული საქართველოს ეროვნული არჩევანის დაცვისას, ევროატლანტიკური არჩევანის დაცვისას. ჩვენი ევროპისკენ სწრაფვა ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი და მეშინოდა, რომ ზიგზაგებით ივლიდით, მაგრამ ახლა მე ეს სიტყვები უკან მიმაქვს. თქვენთან პირისპირ შეხვედრისას ბოდიშიც მოგიხადეთ სწორედ იმ სიტყვების გამო და ახლა ღიადაც ვიტყვი ბოდიშს. არ მესირცხვილება ბოდიშის მოხდა, როდესაც მიმაჩნია, რომ მოსახდელი მაქვს. ბოდიშს გიხდით იმის გამო, რაც დღეს აქ მოვისმინე და რასაც ვისმენ ბოლო ამ პერიოდის განმავლობაში თქვენგან, საქართველოში თუ უცხოეთში ნათქვამს", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...
1794680489
სპორტისაბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...































