„არ მივაქცევდი ყურადღებას, ახლაც რომ რუსეთში იყიდება მათი პროდუქცია, აქ რომ დიდად ევროპულ კამპანიას არ ედგნენ სათავეში და სხვებს არ ამუნათებდნენ“ - წილოსანი ნათია და ლაკო ბუკიებზე
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნათია და ლაკო ბუკიები, რომლებიც „პროევროპული აქციების” ლიდერები არიან, რუსეთში საკუთარი პროდუქციით ვაჭრობენ.
როგორც წილოსანი აღნიშნავს, ამაზე ყურადღებას არ გაამახვილებდა, ბუკიები სხვებს რომ არ ამუნათებდნენ - რუსები ხართო და კეთილსინდისიერი კომპანიების წინააღმდეგ ბოიკოტის ტალღას რომ არ აგორებდნენ.
„ბუკიების რუსეთში ნაშოვნ ფულზე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო.. არც იმას მივაქცევდი ყურადღებას, ახლაც რომ რუსეთში იყიდება მათი პროდუქცია, აქ რომ დიდად ევროპულ კამპანიას არ ედგნენ სათავეში და სხვებს არ ამუნათებდნენ - რუსები ხართო, კეთილსინდისიერი კომპანიების წინააღმდეგ ბოიკოტის ტალღას რომ არ აგორებდნენ, თანაც მხოლოდ იმის გამო, რომ ეს კომპანიები მათნაირი ამორალურები არ არიან ამ ყველაფერზე რომ არ ვსაუბრობთ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს თავხედურად აქეთ მოგვდგნენ. დასრულდა ამორალურ ხალხთან კოჰაბიტაცია პ.ს. ზუსტად ამ ტალახში გასვრილი ხალხი მომდგება მერე, ბაკურიანს რატომ აქებ და ტურისტებს რატომ ეპატიჟებიო. რუსეთებში ივაჭრეთ თქვენ და მე ჩვენს ეროვნულს დავიცავ“, - წერს ნინო წილოსანი.
1736399127
საზოგადოებათავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში სახელმწიფო დროშები დაშვებულია
გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის შენობებზე, ასევე, ყველა სამხედრო ქვედანაყოფში დაშვებულია სახელმწიფო დროშები. 9 იანვა...
1736369535
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელ...
1736368717
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, შს სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2025 წლის 9 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვ...
1736367928
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერი...
1736367775
ახალი ამბებიგლოვის დღესთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შე...