"არასათანადო მოპყრობასა და ძალადობის ფაქტებზე, ოთხი სამართალდამცველის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო" - საგამოძიებო სამსახური
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის ოქტომბრის და ნოემბრის თვეში, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, არასათანადო მოპყრობის და ძალადობის ფაქტები გამოავლინა, რის შემდეგაც ოთხი სამართალდამცველის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„დანაშაულში მხილებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის უფროსი ოფიცერი დ.დ., რომელმაც 2022 წლის 20 აგვისტოს, ქ. თბილისში, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“, სადაც განთავსებული იყვნენ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრები, არაჯეროვნად შეასრულა მისდამი დაკისრებული ფუნქციები.
მან ცვლის გადაბარება უსაფრთხოდ ვერ უზრუნველყო და პატიმრები დაუდევარი დამოკიდებულებით, მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა, რის შედეგადაც ერთ-ერთ ჯგუფის წევრს, რომელიც ასევე წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა სამსახურებრივი-საშტატო იარაღით, მიეპარა პატიმარი გ.ს. და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა.
ერთ-ერთი გასროლით მან თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა, რასაც შედეგად მისი გარდაცვალება მოჰყვა.
ზემოაღნიშნულ საქმეზე, საქართველოს პროკურატურამ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცერს (ჯგუფის უფროსს) ბრალდება სამსახურებრივი გულგრილობისთვის წარუდგინა. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ლ., რომელმაც მასთან ურთიერთობაში მყოფ ქალბატონს პირადი ცხოვრების საიდუმლო გაუვრცელა.
კერძოდ, 2022 წლის მარტის თვეში, მეგობარ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა გ.ლ-მ, შურისძიების მიზნით მასთან ურთიერთობაში მყოფი ქალის მეუღლეს, სოც. ქსელის „მესენჯერის“ საშუალებით ქალის ნახევრად შიშველი, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათი გაუგზავნა და მიწერა, რომ ცოლი ღალატობდა.
აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულს მორალური სახის ზიანი მიადგა.
დაზარალებული ქალის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით.
დანაშაულში მხილებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ზ.მ., რომელმაც 2022 წლის 17 ნოემბერს, ყოფით ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულმა, განხორციელებული ძალადობის შედეგად ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. დაზარალებულის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მომართვიდან მალევე, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 126′ მუხლით და 11′- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მხილებულ იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ინსპექტორი.
2022 წლის ნოემბრის თვეში, სხვადასხვა დროს, ქალაქ ბათუმში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა თ.შ.-მ, რომელსაც ევალებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების სამსახურებრივი მოვალეობის სათანადოდ შესრულების ორგანიზება და კონტროლი, სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და დისციპლინის დარღვევისთვის ოთხ წვევამდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება გამოიყენა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით წერილობითი წინადადებებით პროკურორს მიმართა, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურის მხრიდან დანაშაულში მხილებული ინსპექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე გამოძიებას აგრძელებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის პირველ მარტს ამოქმედდა, შექმნის დღიდან მოყოლებული, სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობის და სამართალდამცველების მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების გამოძიების შედეგად, სისხლის სამართლებრივი დევნა 23 სამართალდამცველის მიმართ არის დაწყებული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
* ბელგიაში არეულობა მოჰყვა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე მაროკოს მიერ ბელგიის დამარცხებას
1794565449
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობაზე: ციფრები ყველაფერზე მეტყველებს და ეს არის ძალიან უნამუსო საქციელი მათი მხრიდან, რადგან პირდაპირ აფინანსებენ ომს რუსეთის სასარგებლოდ
ევროკავშირის რუსეთთან ვაჭრობის 20%-ით ზრდა თბილისისთვის ორმაგი სტანდარტის მორიგი დასტურია. 2026 წელს, ევროკავშირმა რუსეთისგან თითქმის 10 მილიარდი დოლარის თხევადი ბუნებრივი აირი შეისყიდა. ოქტომბერში რუ...
1794564526
ახალი ამბებივიქტორ ჯაფარიძე: მთის კურორტების მიმართულებით დაფინანსება იზრდება - საინტერესოა, რას მოხმარდება ეს თანხა
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული განვითარების მდივანმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს...
1794563940
ახალი ამბებინინო წილოსანი: ჩინეთში ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ყოველ შეხვედრაზე ვგრძნობდით თანამშრომლობის დიდ სურვილს და კონკრეტული გეგმებიც ჟღერდებოდა
„ჩინეთის განვითარება და პროგრესი ამ ქვეყანას წარმოადგენს, როგორც მსყიდველობითუნარიანობის ნომერ პირველ ეკონომიკას, შესაბამისად, ჩვენ საკმაოდ ბევრი გვაქვს სასწავლიც და თანამშრომლობის ნაწილშიც დიდი რესურ...
1794562638
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: კარგია, რომ მოქალაქეები უსმენენ სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ სამარცხვინო განცხადებებს, თითქოს მიხეილ სააკაშვილს პარტიაში არანაირი გავლენა არ ჰქონდა
„ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები საჯაროდ გადაიცემა და მოქალაქეები უსმენენ „ნაციონალური მოძრაობის“ სამარცხვინო განცხადებებს, თითქოს ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი „ნაცებს“ არ წარმო...
1794560904
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვიდრე პაველ ჰერჩინკი მკაფიოდ არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე 4 ოქტომბრის შტურმს, იქამდე ის რჩება ამ შტურმის მხარდამჭერი და მოძალადეების ხელის დამფარებელი
„ვიდრე პაველ ჰერჩინკის განცხადებიდან იმ სიტყვებს არ მოვისმენთ, რომ გმობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს, იქამდე ამ შტურმის მხარდამჭერი, მიმჩქმალავი და მოძალადეების ხელის დამფარებელი რჩება“,...































