„ათასობით ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის შექმნილ ციხეში წამება და დამცირება გამოიარა. ისინი ციხეში ფსიქოლოგიურად ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენ“ - გიორგი ვოლსკი
„ქართული ოცნების“ ერთ - ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე - სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.
ვოლსკის თქმით, რესურსი, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რევოლუცია მოახდინოს და მიხეილ სააკაშვილი საკნიდან ფიზიკურად დაიხსნას, არ არსებობს.
„რასაკვირველია, საკნიდან დახსნაც უკავშირდება მის გამეფებას, როგორც მას წარმოუდგენია – საკუთარ თავს გარკვეულ ისტორიულ პიროვნებებს ადარებს და თავისი თავისთვის ზუსტად იგივე მომავალი ესახება. არ ვიცი, ეს ფსიქიკურ მდგომარეობას დავაბრალო თუ ადამიანის მისწრაფებას, რომ ქვეყანა პოლიტიკური მიზნებისთვის არიოს. არ ვიცი, მისი განცხადებები რომელი კუთხიდან გავაანალიზოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მას ქვეყნისთვის კარგი არ უნდა.“, – აღნიშნავს ვოლსკი.
მისივე თქმით, რაც შეეხება სახალხო დამცველისა და ექიმების განცხადებას, ციხე კომფორტული ადგილი არ არის, სადაც ადამიანი თავს წყნარად გრძნობს.
„ათასობით ადამიანმა მიხეილ სააკაშვილის შექმნილ ციხეში წამება და დამცირება გამოიარა. ისინი ციხეში ფსიქოლოგიურად ზუსტად ამ მდგომარეობაში იყვნენ – ძალიან მძიმეა, როცა ხარ შეზღუდული, ხარ საკანში და გეკრძალება გასვლა, მაგრამ ადამიანებს დანაშაული აქვთ ჩადენილი და პატიმრობაში სწორედ ამის გამო იმყოფებიან.“, - ამბობს ვიცე - სპიკერი და დასძენს, რომ მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ლაპარაკი ძალიან გახშირდა და ამ მდგომარეობის გამოხატულებაა მისი მოწოდებები დესტაბილიზაციისა და რევოლუციური პროცესების განვითარებისკენ.
„მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ასეთი ხშირი ლაპარაკი შეიძლება იმ იდეასაც ემსახურებოდეს, რომ მდგომარეობა მძიმეა და არ შეიძლება, პატიმრობაში რჩებოდეს. ამ ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ აგრესიული ჯგუფი იკრიბება და ამ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის იდეების რეალიზაციაზე საუბრობს.“, - თქვა პარლამენტარმა ვოლსკიმ.
ასევე საინტერესოა:
🔵 "როგორც ჩანს, ყველას მოგვაგნებს, უბრალოდ დროის ამბავია" - დიანა ტრაპაიძე კოვიდინფიცირებულია
🔵 საბერძნეთის მოსახლეობის ნაწილმა, დღეს ნათლისღების დღესასწაული აღნიშნა (ვიდეო)
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...
1793515656
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...
1793479650
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...
1793477939
საზოგადოებალევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები
ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...





























