ავტომობილთა იმპორტიორებისთვის პროცედურები მარტივდება - ნახეთ, დეტალები

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, ბიზნესასოციაციასთან და ავტომობილთა იმპორტიორებთან თანამშრომლობით, შემუშავდა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა ცვლილებები ავტომობილის ემისიის ევრო 5 (Euro 5b) სტანდარტის შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 ივნისის დადგენილებაში“, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

განხორციელებული ცვლილების შედეგად, გაადვილდება და გაუმჯობესდება ტექნიკური რეგლამენტის აღსრულებისა და მანქანების რეგისტრაციის პროცესი.

„განახლებული რეგლამენტი აფართოებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს ავტომობილის ემისიების ზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დასადასტურებლად. ეს ცვლილება ავტომობილის იმპორტიორებს სთავაზობს უფრო მეტ მოქნილობას საჭირო დოკუმენტაციის მოპოვებაში.

აღსანიშნავია, რომ უკვე არსებულ ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა ორი ახალი ქვეყანა - ისრაელი და ჩინეთი. აღნიშნულ ქვეყნებში სრულად დანერგილია ევრო 5 სტანდარტის ტოლფასი მოთხოვნები. შესაბამისად, დაინტერესებულ ავტოიმპორტიორებს აღარ დასჭირდებათ სამინისტროს დასკვნა 1 წელზე მეტი ასაკის და სათანადო წელს გამოშვებული, ჩინეთიდან და ისრაელიდან ექსპორტირებული ან ამ ქვეყნებში რეგისტრირებული ავტომობილების საქართველოში რეგისტრაციისთვის.

გამარტივებული დოკუმენტაციური კონტროლი დაწესდა როგორც უკვე ჩამონათვალში არსებულ ქვეყნებში, ასევე ახლად დამატებულ ორ ქვეყანაში - ისრაელსა და ჩინეთში. კერძოდ, ასეთი 1 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის იმპორტიორს სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, სამინისტროს დასკვნის ასაღებად, შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს ავტომობილის მწარმოებლის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლის/დილერის მიერ მასთან არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი. დოკუმენტაციური ჩამონათვალი ასევე გაიზარდა აშშ-ში ან აშშ-ს ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილებისთვისაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1738952574

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: ახალი თაობის ევრობიუროკრატიას კი საქართველოს მიმართ ერთი შეხედვით უცნაური რეფლექსიები ჩამოუყალიბდა, მათი სახელია ორმაგი სტანდარტები

 ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარის მარტა კოსის მიერ საქართველოში არსებული სიტ...

ააა

1738949020

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა

რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის...

ვლადიმერ ბოჟაძე

1738947079

მსოფლიო

ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლის შემდეგ, აშშ-დან მექსიკაში თითქმის 11 000 მიგრანტის დეპორტირება განხორციელდა

 20 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი დონალდ ტრამპმა დაიკავა, მექსიკამ შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული თითქმის 11 000 ადამიანი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს მექსიკის...

აშშ

1738944096

მსოფლიო

ორბანი სოროსის ქსელზე: მათი მიზანი ნათელია - მათ სურთ ამ რეგიონში მთავრობები, რომლებიც ემსახურებიან მათ და არა საკუთარი ხალხის ინტერესებს

უნდა გავწმინდოთ უნგრეთი სოროსის ქსელისგან, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. „მათი მიზანი ნათელია: მათ სურთ ამ რეგიონში მთავრობები, რომლებიც ემსახურებიან მათ და არა საკუთარი ხალხ...

ვიქტორ ორბანი

1738942252

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტ...

 მოძრაობა აკრძალულია