საარჩევნო ადმინისტრაცია ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის ქაღალდის შეძენასა და ბეჭდვასთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს.
ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად არამარტო ელექტრონული, არამედ ყველა არჩევნების ბიულეტენებისთვის ქაღალდს საარჩევნო ადმინისტრაცია ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს და აწვდის კონტრაქტორ სტამბებს.
ასევე, ცესკოში აღნიშნავენ, რომ 26 ოქტომბერს გამოყენებული ბიულეტენების ქაღალდის სისქე მეტია 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენებთან შედარებითაც:
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა განვმარტოთ საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის ქაღალდის შეძენასა და ბეჭდვასთან დაკავშირებული დეტალები.
პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონმდებლობის შესაბამისად არამარტო ელექტრონული, არამედ ყველა არჩევნების ბიულეტენებისთვის ქაღალდს საარჩევნო ადმინისტრაცია ხელშეკრულების საფუძველზე ყიდულობს და აწვდის კონტრაქტორ სტამბებს. ამდენად აშკარაა, ტექნიკურ-ლოგისტიკური საკითხიც კი მანიპულაციურად არის წარმოჩენილი და საარჩევნო პროცესის დაზიანებას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება უშუალოდ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის დამზადებულ ბიულეტენებს - საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკისგან“ ჰქონდა რეკომენდაცია საარჩევნო ელექტრონული აპარატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებისთვის შეეძინა ოფსეტური, 162-გრამიანი (+-20%) ქაღალდი.
აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 190-გრამიანი ოფსეტური ქაღალდი, რომელიც უფრო სქელია, ვიდრე რეკომენდებული იყო ვენდორი კომპანიის მიერ.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს გამოყენებული ბიულეტენების ქაღალდის სისქე მეტია 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებულ ბიულეტენებთან შედარებითაც.
ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სამ სტამბაში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ ცესკოს წევრები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები. ბეჭდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია იყო საჯარო“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ხელშეკრულება იხილეთ ბმულზე: tenders.procurement.gov.ge
1730304510
საზოგადოება366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩევნო უბანზე, რაც გადათვლილი საარჩევნო უბნების 91,25%-ს შეადგენს - ცესკო
„საოლქო საარჩევნო კომისიებმა 29 ოქტომბერს, კანონმდებლობის შესაბამისად, წილისყრით გამოვლენილი 366 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. 366 საარჩევნო უბნიდან კენჭისყრის შედეგები უცვლელი დარჩა 334 საარჩე...
1730298375
საზოგადოებაცესკო კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით გავრცელებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია, საზოგადოების ზუსტი ინფორმირების მიზნით, ეხმაურება სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას, რომელსაც, ცესკოს თქმით, დაინტერესებული მხარეები საარჩევნო...
1730297275
საზოგადოებაჯანმო: 2023 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზით ინფიცირების 8 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, 2023 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზის 8 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დაავადებამ დაახლოებით 1.25 მილიონი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ე...
1730294552
საზოგადოება„თუ პასუხისმგებლობას ვიღებ რაღაცაში ბოლომდე ჩემია, ასეთი ქალები კაცებს ნაკლებად მოსწონს“ - ბაბი კირკიტაძე
ყველასათვის საყვარელი მომღერალი ბაბი კირკიტაძე, სტუმრად გადაცემაში „იმედის დღე“ ეკო ფანგანის რუბრიკაში #ფილტრის_გარეშე იმყოფებოდა, სადაც სტილის ევოლუციის და პირადი სივრცის შესახებ ისაუბრა. „ბავშვობა...
1730293497
საზოგადოებავალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7408 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...