„ვისაც გემხიარულებათ, ამას არავინ გიშლით, უბრალოდ იყავით ჯანსაღ გარემოში და ნუ გადასცდებით საზღვრებს“ - ასტროლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

1-ელ ნოემბერს 16:47 საათზე თბილისის დროით გვექნება ახალმთვარეობა მორიელის ნიშანში. გარდა ამისა, ხვალ, 30 ოქტომბერს დასავლური სამყარო და არა მარტო, აღნიშნავს „ჰელოუინის“ დღესასწაულს, რაც სხვადასხვა ასტროლოგიურ მოვლენებთანაა დაკავშირებული.
აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს.
„პრინციპში, ხვალ და ზეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეები გვაქვს.
ხვალ, დასავლური სამყარო და არა მარტო, აღნიშნავს „ჰელოუინის“ დღესასწაულს, ხოლო ზეგ კი 1-ელ ნოემბერს 16:47 საათზე თბილისის დროით გვექნება ახალმთვარეობა მორიელის ნიშანში.
მოდით განვიხილოთ, როგორც ერთი, ისე მეორე თემა:
1-ელი ნოემბრის ახალმთვარეობას პიკზე გვექნება ძალიან მაგარი ტრიგონი პლანეტა სატურნზე. ეს კი, თავისთავად, მომდევნო 2 კვირის მანძილზე შესანიშნავი დროა გეგმების განხორციელებისა და კონსტრუქციული სისტემის ასაწყობად.
არ დაიზაროთ, თუ გსურთ რაიმე მნიშვნელოვანის გადაწყვეტა, წამოწყება, გამყარება.
რადგან ახალი მთვარე ისეთ ენერგეტიკულად ძლიერ ნიშანში ხვდება, როგორიცაა მორიელი, ბუნებრივია, რომ ამ მონაკვეთში დრო ხელს უწყობს სულიერი სამყაროს გამოღვიძებას. ლოცვას და უზენაესთან კონტაქტს.
ახლა, რაც შეეხება ჰელოუინის დღესასწაულს და ხშირად დასმულ კითხვებს:
ამ პერიოდში მართლა ნეგატიურად აქტიურდებიან ე.წ. „შავი მაგები?“ გეტყვით, რომ დიახ. აქტიურდებიან ხოლმე!
ვინც ამ გზას ადგას, ხშირად, ელოდება ასეთ დროს და შემთხვევითი არაა, რომ ეს ყველაფერი ხდება ღრიანკალის ზონაში, რაოდენ ეს ნიშანი ასტროლოგიურ სამყაროში მეტად მართავს მაგიურ თემებს და შეუძლია, რომ დესტრუქციული ხასიათიც მისცეს ყველაფერს.
შესაბამისად, ამ ხალხის დიდი ნაწილი საკმაოდ ფართო ენთუზიაზმით ელის ამ წუთებს.
ვისაც გემხიარულებათ, ამას არავინ არ გიშლით, უბრალოდ იცოდეთ რომ იყავით ჯანსაღ გარემოში და ნუ გადასცდებით საზღვრებს.
ისტორიულად, ხანდახან, ეს დღე ემთხვეოდა ოქტომბრის სავსემთვარესაც კი. დრუიდების მიერ შემოღებული ეს დღე ემთხვეოდა ყოველთვის ოქტომბრის მთვარის ფაზებს და განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც იქნებოდა თვის მიწურულს სავსე მთვარე.
მზეს უნდა გაევლო მორიელის, მთვარეს კი კუროს ნიშანი, ხოლო რადგანაც ეს უკანასკნელი ხშირად იყო და ემთხვეოდა ოქტომბრის ბოლო რიცხვებს, საშუალოდ აიღეს 31 რიცხვი, მაგრამ გავიმეორებ, რომ ყოველთვის 31 რიცხვში არ აღნიშნავენ მას დიდი დოზით.
ანუ გააჩნია იმ წელს, როდის იქნება მთვარის პიკური ფაზა ოქტომბერ-ნოემბერში. ეს კარგად იციან იმ მაგებმა, რომლებიც დაფარულში აქტიურდებიან ამ დროს, მაგრამ სხვა ფენების წარმომადგენლებს წვდომა ნაკლებად აქვთ.
ჰელოუინის წარმოშობა უკავშირდება მოსავლის უძველეს კელტურ დღესასწაულს. სათავეს იღებს დაახლოებით 1900 წლის წინ ინგლისში, ირლანდიაში და ჩრ.საფრანგეთში. ეს იყო კელტური ახალი წელი, რომელიც უკვე 1-ელ ნოემბერს აღინიშნებოდა.
კელტების აზრით კი მაგ დღეს გარდაცვლილთა სულები ცოცხალთა შორის ირეოდნენ. ასევე, დრუიდებს სჯეროდათ, რომ 1-ელი ნოემბრის ღამეს დემონები და ჯადოქრები თავისუფლად დაძრწოდნენ დედამიწაზე. დემონები კი ერთობოდნენ ადამიანებით და აშინებდნენ მათ, აზიანებდნენ და ათასგვარ ხრიკს უწყობდნენ. ადამიანები კი ცდილობდნენ მათ გამასპინძლებოდნენ ან ისე ჩაეცვათ, რომ გარეგნულად მათ დამსგავსებოდნენ და თავი გადაერჩინათ.
დღესასწაულის ძირითადი ატრიბუტია ჯეკის ფარანი, ანუ გოგრა და მასში ანთებული სანთლები.
ეს სიმბოლო უკავშირდება უძველეს ირლანდიურ ლეგენდას ერთ მოხუც ფერმერ ჯეკზე, რომელიც აზარტული თამაშების მოყვარული და ალკოჰოლიკი იყო.
ლეგენდის თანახმად მან ორჯერ გააბრიყვა ეშმაკი, სიკვდილის შემდეგ კი ვერ მოხვდა ვერც სამოთხეში (თავისი მანკიერი ცხოვრების წესის გამო) და ვეღარც ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტმა სულმა შეჰფიცა, რომ არ წაიყვანდა ჯოჯოხეთში.
ამიტომ მისი სული სამყაროში დახეტიალობს გოგრის თავითა და მასში ბჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ჯოჯოხეთიდან მოიპარა. სწორედ ამ ლეგენდის გამოა ჰელოუინის ძირითადი ატრიბუტიკის შეფერილობა ნარინჯისფერი და შავი.
დღეს კი კოსტიუმებმა ჩაანაცვლა სხვადასხვა გადასაცმელი სამოსი, ხოლო ხილი კი ნუგბარმა. ამ დღეს ბევრი განასახიერებს რომელიმე გარდაცვლილ პერსონაჟს, იქნებიან ესენი ცნობილი თუ უცნობი პირები, არ ესმის ბევრს, რომ არც სულიერი და არც ენერგეტიკული ხაზით ეს არაა სწორი და მეტიც - დამაზიანებელია.
ეცადეთ, რომ ამ დღეს შეხება გქონდეთ მხოლოდ თეთრ, ანგელოზრივ ძალებთან, იდგეთ ქრისტიანული სიწმინდის სადარაჯოზე, ხოლო თუ გსურთ გარდაცვლილ სულებთან კონტაქტი, ამას არასდროს არავინ გიშლით შეგიძლიათ მათი მოხსენება.
კელტური ცივილიზაციის შემდეგაც იყვნენ სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ძალიან ასცდნენ განვითარების გზას და მატერიალური ბედნიერების გამო ე.წ. მაგიურ უნარებს იყენებდნენ შავი ძალების მსახურებისთვის, ამიტომ თითოეული ადამიანის გააქტიურებით თუ შესაბამისი დიდი ღონისძიებებით ისევ შავ გარემოს აძლიერებს ადამიანი.
მარტივია: რაშიც ვდებთ ჩვენს ძალებს და ინვესტიციას, ის საზრდო გვეძლევა სიყვარულის ან ტანჯვის სახით.
გისურვებთ ყველას ბედნიერ და ნაყოფიერ დღეებს!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
1750788102
მსოფლიოისრაელის გენერალური შტაბის მეთაური: ირანის წინააღმდეგ კამპანია არ დასრულებულა, ახალ ფაზაში შევდივართ
„ფენომენალური მიღწევის მიუხედავად, მყარად უნდა ვიდგეთ. წინ მრავალი გამოწვევა გველის. ფოკუსირებულნი უნდა დავრჩეთ - დასვენების დრო არ არის,“ - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის...
1750785763
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: საფუძვლის გარეშე ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე მსჯელობა ფუჭია და ეს ხაზს უსვამს იმას, რომ მცდელობაა ქართველ ხალხზე ზეწოლის
„მცდელობაა, რომ ქართველი ხალხი დასაჯონ და მათ ნებაზე გავლენა მოახდინონ. ის, რომ საქართველოს საკითხი განსახილველად ივლისში გადავადდა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე და...
1750783846
ახალი ამბებიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის 2025 წლის 24 ივნისის ბრძანებით მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, 2019 წლიდან დღემდე, მას...
1750782903
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ამ ქვეყანაში, კანონის წინაშე, ვერ იქნება ინდულგენცია ვერც პოლიტიკოსობა, ვერც ჟურნალისტობა და ვერცერთი სხვა თანამდებობა სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე
„როდესაც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია აღქმებზე და აღქმების თეორიაზე საუბრობს, ზოგადად, ღიმილის მომგვრელია“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მო...
1750780899
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ...