ბოლო 24 საათში უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა ასზე მეტი საქართველოს მოქალაქე
სახელმწიფო განაგრძობს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, მათ შორის მათ ორგანიზებულ გამომგზავრებას სამშობლოში, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაბრუნდა ასზე მეტი საქართველოს მოქალაქე, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო გზით.
„მიმდინარე კვირას, საერთო ჯამში საქართველოს მთავრობის ჩართულობით, საქართველოს 220 მოქალაქეს გაეწევა მსგავსი სახის დახმარება. ასევე, სახელმწიფოს ხელშეწყობით გრძელდება ქ. ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული ევაკუაციის პროცესი.
სპეციალური რეისები ხორციელდება 15 და 16 მარტს, ქ. ლვოვში საქართველოს საკონსულო პუნქტის ორგანიზებით. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე, საქართველოს დიპლომატიური მისიების უკრაინის ტერიტორიაზე და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში მუშაობენ 24-საათიან საგანგებო რეჟიმში.
ამასთან, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით დაევალათ, უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველადი საჭიროების დახმარების გაწევა და მათი სამშობლოში დაბრუნების ორგანიზება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე საინტერესოა:
🔵 იწყება ნამდვილი, პოლიტიკური დიდი ომები - ლელა კაკულია
🔵 არ იქნებოდა სწორი, მე თბილისში დავრჩენილიყავი - გიორგი ღოღობერიძე უკრაინაში მიდის
🔵 უკრაინის ყველა მეგობარს კიევში ვიწვევ - ვოლოდიმირ ზელენსკი
1792837832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...
1792835414
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს
„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...
1792833199
ახალი ამბებიეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა სამხედრო ფიცი დადეს
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველკურსელმა იუნკერებმა, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, დიდგორის მემორიალთან სამხედრო ფიცი დადეს. ამის შე...
1792830142
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენ...
1792827581
ახალი ამბებისასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თვითმკვლელობამდე მიყვანის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფ...































