„ბოლო ათწლეულში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 2 მილიონიდან 7, 4 მილიონამდე გაიზარდა, ფაქტობრივად, საქართველო არის მაგალითი იმ ტენდენციისა, თუ როგორ სწრაფად და თანმიმდევრულად ვითარდება ავიაცია და ტურიზმი“ - ირაკლი ქარქაშაძე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ესპანეთში მიმდინარე საავიაციო ფორუმ Connect 2025-ის ძირითად პანელზე სიტყვით გამოვიდა.

„აღმოსავლეთ ევროპის ავიაბაზარი: ტენდენციებისა და შესაძლებლობების განვითარება“ იყო მთავარი სასაუბრო თემა, სადაც ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოს ავიაბაზრის მაგალითზე, ლატვიის, ხორვატიის, პოლონეთისა და ალბანეთის აეროპორტებისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ისაუბრა.
პანელის მონაწილეებმა ისაუბრეს, რა გავლენა აქვთ ტურიზმის სწრაფ განვითარებასა და ზრდაში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე დაბალბიუჯეტური და ფლაგმანური ავიაკომპანიების გამოჩენას.


„გასული ათწლეულების განმავლობაში, დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საჰაერო გზით გადაადგილებასა და აღმოსავლეთ ევროპის დასავლეთ ევროპასთან დაკავშირების კუთხით. დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიების განვითარებამ საჰაერო გზით მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა. გაიზარდა საქმიანი და შემომყვანი ტურისტების რიცხვი, აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში მსხვილი ინვესტიციები ჩაიდო. გაიზარდა მოგზაურთა და მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობა“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, პანელზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ და მასშტაბურ სიახლეებზე ისაუბრა. ირაკლი ქარქაშაძემ თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის მნიშვნელობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის რელოკაცია საშუალებას იძლევა უფრო გრძელვადიან ჭრილში, შეზღუდვის გარეშე მოხდეს ქვეყნის მთავარი აეროპორტის განვითარება.

„ბოლო ათწლეულში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 2 მილიონიდან 7, 4 მილიონამდე გაიზარდა. ფაქტობრივად, საქართველო არის მაგალითი იმ ტენდენციისა, თუ როგორ სწრაფად და თანმიმდევრულად ვითარდება ავიაცია და ტურიზმი. 2024 წელი საქართველოს აეროპორტებისთვის რეკორდული წელი იყო. მხოლოდ გასულ წელს მგზავრთნაკადი 24 %-ით არის გაზრდილი.
ეს მოთხოვნა აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც პირდაპირ ასახულია ჩვენს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლით, ახალი მიმართულებებითა და არსებულ მიმართულებებზე გაზრდილი სიხშირეებით. ჩვენ წინ გვაქვს საკმაოდ ამბიციური პროექტების განხორციელება, როგორიცაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი – თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. ეს ყოველივე კი საქართველოს, როგორც რეგიონში წამყვანი სტრატეგიული საავიაციო ჰაბის პოზიციონირებას კიდევ უფრო გაამყარებს“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.


ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 დღეს სრულდება. სამი დღის განმავლობაში ფორუმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები B2B შეხვედრებს მართავენ, როგორც საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებთან, ისე პოტენციურ პარტნიორ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738758474

საზოგადოება

პარლამენტმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“ შექმნა

საკანონმდებლო ორგანომ 83 ხმით მხარი დაუჭირა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“...

 ირაკლი კირცხალია

1738756935

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გამ...

ირაკლი კობახიძე

1738755509

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: აშშ-ში ამხელა სკანდალია ატეხილი USAID-ზე, ეჭვი გვაქვს, სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი ორგანიზაციებიც იმავეს საქმიანობდნენ საქართველოში

„აშშ-ში ამხელა სკანდალია ატეხილი USAID-თან დაკავშირებით. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მსხვილი ორგანიზაციებიც იმავე საქმიანობას ეწეოდნენ საქართველოში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმ...

ლევან მაჭავარიანი

1738754237

ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო: ლაბორატორიული კვლევის შედეგად „ბაკურიანი ციდას“ წყლის ნიმუშებში დარღვევა არ გამოვლინდა

4 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია „ბაკურიანი ციდას“ წყლით სავარაუდო მოწამვლის შესახებ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი კვლევები ჩაატარა, რომლის შედეგებ...

ბაკურიანი ციდა

1738753782

საქართველო

თეა წულუკიანი - რომ გეკითხა, USAID-ის ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა, რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დააფინანსეს დევნა, რამდენი ანტისახელმწიფოებრივი პროექტი განახორციელეს

რომ გეკითხა, ამათი ადგილობრივი პერსონალი საქართველოს ემსახურებოდა და ელიტარული ქართველები იყვნენ, მათთვის არასასურველი რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დააფინანსეს პიროვნული დევნა და რამდენი ანტისახელმწიფ...

თეა წულუკიანი: