დანგრეულია ხიდები, წყალმა ავტომობილი წაიღო, დატბორილია ეზოები და სახლები - ხარაგაულში სტიქიას ებრძვიან

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დამანგრეველი სტიქიის შედეგებს ებრძვიან.

დიდმა ნალექმა მდინარე უხადურას ადიდება გამოიწვია. წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულებსა და დამხმარე ნაგებობებშიც შეაღწია.

სტიქიის შედეგად - დანგრეული ხიდები, დატბორილი ეზოები და სახლები, დახოცილი შინაური ცხოველები და ფრინველები, წყალმა ავტომობილები წაიღო. დატბორილია ეზოები და ბაღები.

განადგურებულია ინფრასტრუქტურაც. გზა მდინარის მიერ მოტანილი ლოდებით არის დაფარული და მოძრაობა შეუძლებელია. დანგრეულია ხიდებიც.

უკვე 20 საათზე მეტია ადგილობრივები და სამაშველო სამსახურები სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ერთობლივად უმკლავდებიან.

„მთელი გზა და კვალია წაღებული. სულ ყველაფერი არის დაშლამული. ქათმები და წიწილები აღარ დამხვდა“, - აცხადებს ერთ-ერთი მცხოვრები.

„სტიქიამ გამოიწვია ინფრასტრუქტურის მთლიანად განადგურება, წაღებულია ხიდ-ბოგირები. ცენტრალური გზა დაზიანებულია და გადაადგილება შეუძლებელია“, - აცხადებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1729789340

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან შეხვედრებს აგრძელებს - ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე და მისი მოადგილე „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა“ (NDI) და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიების...

ცესკოს თავმჯდომარემ NDI-ის და IRI-ის წარმომადგენლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო

1729787066

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელში გახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. „პირველ რიგში განვმარტავთ, რომ აღნიშნული...

ცესკოცესკო

1729784185

საზოგადოება

ცხინვალში ავტომობილი 82 წლის ქალს დაეჯახა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქალაქ ცხინვალში ავტომობილმა 82 წლის ქალი გაიტანა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.  ავარია ოქტომბრის და ჩკალოვის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. „ვაზ 21010“-ის მძღოლი ცხინვალის მკ...

ცხინვალი

1729779756

საზოგადოება

„2012 წლის შემდეგ, პირველად გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობა, რადგან დღესაც იგივე პროცესია - გადამწყვეტი მომენტი დგება“ - მამა შალვა კეკელია

დეკანოზი შალვა კეკელია, მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს. სასულიერო პირმა უპასუხა ადამიანებს, რომლებიც მას 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეკითხებიან.  „ად...

მამა შალვა კეკელია

1729775631

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7174 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7157 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ვალუტა