დავით ჩიხელიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცება საქართველოსთვის არაფერს ცვლის, რადგან რეზოლუცია რომელიც არ აღიარებს რეალობას და აღქმებს ეფუძნება, დავიწყებისთვის არის განწირული

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, საქართველოს შესახებ რეზოლუციის დამტკიცება საქართველოსთვის არაფერს ცვლის, წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სახელია, მაკულატურად ქცეული რეზოლუციაა. რადგან რეზოლუცია რომელიც არ აღიარებს რეალობას და აღქმებს ეფუძნება, დავიწყებისთვის არის განწირული,“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ჩიხელიძე წერს.

„აუცილებლად უნდა ვახსენოთ, რომ საპარლამენტო ასამბლეა 306 წევრისგან შედგება, რეზოლუციას მხარე მხოლოდ 89 წევრმა დაუჭირა, რაც აღნიშნული რეზოლუციის არასერიოზულობაზე მეტყველებს, წევრების უმეტესობა სხდომას არც კი დაესწრო. რეზოლუციაზე მსჯელობის დროს დარბაზში აზრთა სხვადასხვაობა იყო, მისასალმებელია, რომ ევროპაში საღი აზრი არსებობს და ადამიანთა გარკვეული ნაწილი, ევრობიუროკრატთა ტენდენციურ პოლიტიკას ემიჯნება.

საგულისხმოა, რომ რეზოლუციის განხილვა (რომლის რამდენიმე პუნქტის შესახებ ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებ) ქართული მხარის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობდა, აღნიშნულმა ქართლი, ოპოზიციური მედია გამახსენა, რომელიც ადამიანის დისკრედიტაციას ისე ახდენს, რომ სიუჟეტის მთავარ ფიგურანტს კომენტარსაც არ ართმევენ. მრავლისმთქმელია საქმის ასეთი ფორმით, მხოლოდ ცალი მხარის მონაწილეობით განხილვა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება....რაც შეეხება უშუალოდ რეზოლუციის ტექსტს, მასში რამდენიმე საკვანძო პუნქტია, რომელიც რეზოლუციის ნამდვილ სულისკვეთებას აღნიშნავს.

ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.ასამბლეა შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღებით.

ასამბლეა გმობს მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას შექმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, შორს მიმავალი უფლებამოსილებით, „[ერთიანი ნაციონალური მოძრაობის] რეჟიმის და მისი პოლიტიკური წარმომადგენლების 2003-2012 წლებში განხორციელებულ საქმიანობაზეეს სამი პუნქტი, რეზოლუციის რეალურ სახეს წარმოაჩენს, „დემოკრატიული დასავლეთი“ გვეუბნება, რომ არ უნდა მოხდეს, ბავშვთა უფლებების, ჩვენი იდენტობის, ოჯახური ღირებულებების დაცვა! სანაცვლოდ გვთავაზობს საზოგადოებას თავს მოვახვიოთ ხელოვნურად წამოჭრილი საკითხები.

მადლობა მათ, რომ არატრადიციული ორიენტაციის ვირთხების გამოყვანას არ გვთხოვენ, როგორც ეს აშშ-ში ხდებოდა და ტრამპის მიერ იქნა აკრძალული. ასამბლეა შეშფოთებულია, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” ველოდები ასამბლეის შეშფოთებას აშშ-ში მოქმედ ფარასთან დაკავშირებით, თუ აღნიშნული კანონი საფრთხის შემცველია საქართველოსთვის, ეს ნიშნავს, რომ ის საფრთხის შემცველია ამერიკისთვის, მეგობრებო გთხოვთ მიიღეთ ანალოგიური რეზოლუცია ამერიკასთან დაკავშირებით, ამერიკული დემოკრატია საფრთხეშია. რეალურად ევრობიუროკრატები, საკუთარი გავლენების შემცირებას განიცდიან, რადგან აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, მათ ქართულ პოლიტიკაში ჩარევის ბერკეტი აღარ რჩებათ. „დემოკრატიული ევროპა“ საქართველოს მიერ საპარლამენტო კომისიის შექმნას გმობს, დასავლეთი გვეუბნება, რომ დანაშაული გამოუძიებელი უნდა იყოს, დამნაშავე კი ბედნიერ ცხოვრებას აგრძელებდეს, მაშინ როცა მათ მიერ დაზარალებული მოქალაქეები დღესაც კი გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან, ზოგიერთი მათგანი გარდაცვლილია, ნაწილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ა.შ. რეალურად საპარლამენტო ასამბლეა, მიღებული რეზოლუციით, საკუთარი აგენტურის გადარჩენას ცდილობს, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში არაერთი დანაშაული ჩაიდინა.

რჩება განცდა, რომ დასავლეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება საქართველოში, მათთვის მთავარი საკუთარი ინტერესების გატარებაა, სამწუხაროდ ევროპული დემოკრატია გაფერმკრთალდა, ის ისეთი მკაფიო აღარ არის როგორც ჩვენ ვიცნობდით, რისი დასტურიც მიღებული რეზოლუცია და ზოგადად ევრობიუროკრატთა ბოლო დროინდელი განცხადებები და ქცევებია!“, - აცხადებს ჩიხელიძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744960486

მსოფლიო

ნეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა - არიან დაღუპულები

სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლის მახლობლად, საბაგირო გზაზე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როდესაც ბაგირზე სავალით 20-ზე მეტი მგზავრი სარგებლობდა, სალონის დამ...

ნეაპოლში საბაგირო მთას შეეჯახა

1744958822

ახალი ამბები

დაჩი ცაგურია: ყველაფერი გვახსოვს დოი, შე ფარჩაკო, შენგან არ გამოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი... შენ ახალაიების შნირი იყავი, მიშამ მაგ უნიჭო ქეთო და კოტეზე რამდენი ფული დაგახარჯა? ეგ ხარჯებიც ამოსაწევია

ყოფილი პოლიტპატიმარი დაჩი ცაგურია 2012 წელს იხსენებს, როდესაც ადამიანების სასტიკი წამების, განადგურების, გაუპატიურების კადრები გავრცელდა და დაიწყო საპროტესტო აქცია, ხოლო დოის სააკაშვილის ჯალათები იცავ...

დაჩი ცაგურია

1744958047

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს აწარმოებს უკრაინაში, ელენე ხოშტარიას ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას

„რუსეთი, რომელიც დამანგრეველ ომს საწარმოებს უკრაინაში, აფინანსებს ელენე ხოშტარიას და ყოველთვიურად უზრდის დაფინანსებას“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა...

ვლადიმერ ბოჟაძე

1744956549

საზოგადოება

დღეს წითელი პარასკევია - მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება,...

წითელი პარასკევია

1744956210

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

18 აპრილს, ქუთაისში დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ. მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზია...

მზიანი ამინდი