დავით ჩიხელიძე: FARA-მ კიდევ ერთი უსამშობლო გამოავლინა, გილაური საქართველოს დასაზიანებლად ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს იხდის! ახლა გასაგებია რატომ ხდება აშშ-ს მოქალაქეების მიერ მთავრობის მადისკრედიტირებელი განცხადებების გაკეთება

„ახლა გასაგებია რატომ ხდება აშშ-ს მოქალაქეების მიერ მთავრობის მადისკრედიტირებელი განცხადებების გაკეთება, ეს არა მათი გულწრფელი პოზიცია არამედ გილაურის, კეზერაშვილის და მავანთა ფულით ნაყიდი განცხადებებია, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს!“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე FARA-ზე გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვით, რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელმა ნიკა გილაურმა ლობისტებს 6 თვეში 600 000 აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, გილაურის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებამ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა, რომელსაც საქართველოს, გარე ჩარევებისგან დაცვა შეუძლია.
„FARA-მ კიდევ ერთი უსამშობლო გამოავლინა, გილაური რომელიც პატრიოტიზმზე გვესაუბრება, საქართველოს დასაზიანებლად ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს იხდის! აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის, თანახმად ნიკა გილაურის კომპანიამ აშშ-ში ლობისტური კომპანიის დაქირავებისთვის 600 000 დოლარი გადაიხადა. თანამშრომლობა რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის შეხვედრებს, აშშ-ში საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სამოქმედო სტრატეგიის შემუშავებას, მხარდამჭერ ქმედებებს და ა.შ. ახლა გასაგებია რატომ ხდება აშშ-ს მოქალაქეების მიერ მთავრობის მადისკრედიტირებელი განცხადებების გაკეთება, ეს არა მათი გულწრფელი პოზიცია არამედ გილაურის, კეზერაშვილის და მავანთა ფულით ნაყიდი განცხადებებია, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს! გილაურის მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავებამ, კიდევ ერთხელ შეგვახსენა გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობა, რომელსაც საქართველოს, გარე ჩარევებისგან დაცვა შეუძლია. დღეს საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ასობით უცხოური ფონდი თუ კერძო პიროვნება აფინანსებს, ფინანსების ნაწილი გაუმჭვირვალეა, რომლის დიდი ნაწილი არა სამოქალაქო სექტორის თუ კონკრეტული დარგების განვითარებას, არამედ ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის შემოტანას ემსახურება“, - წერს დავით ჩიხელიძე.
1742497047
სპორტისაქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი 3:0 გაანადგურა
უეფას ერთა ლიგის პლეიოფში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი სტუმრად 3:0 გაანადგურა. პირველი გოლი გაიტანა გიორგი ქოჩორაშვილმა, შემდეგ კი "ჯვაროსნების" მხრიდან დუბლი გიორგი მიქაუტაძემ გაიფორ...
1742491947
მსოფლიოთეთრი სახლი: ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელს, რომელმაც ღაზაში ბრძოლა განაახლა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზას სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას, რამაც ფაქტობრივად დაასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ჰამასთან“.ამის შე...
1742489671
საზოგადოებაირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები საქართველო-სომხეთის მატჩს დაესწრებიან. ეროვნული ნაკრები 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზ...
1742488066
სპორტისომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგ...
1742485211
მსოფლიოზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა. როგორც ზ...