დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რომის პაპის გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ პაპი ფრანცისკე არაერთგზის გამოთქვამდა წუხილს ევროპის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობაზე.
ექსპერტის თქმითვე, ერთ-ერთი ქადაგების დროს პაპმა გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათ მიერ განხორციელებული პოლიტიკა, რომელიც წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ იყო მიმართული, საფრთხეს უქმნიდა თავად ევროკავშირს.
„აწ გარდაცვლილი რომის პაპი ფრანცისკე არაერთგზის გამოთქვამდა თავის წუხილს ევროპის კულტურული და სულიერი იდენტობის შენარჩუნების აუცილებლობის შესახებ. 2020 წლის 22 ოქტომბრის წერილში, რომელიც მიმართული იყო კარდინალ პიეტრო პაროლინისთვის, ის წერდა, რომ იდენტობის დაკარგვა თავად ევროპული კავშირისათვის წარმოადგენს საფრთხეს.
მან ხაზი გაუსვა "ჯანსაღი სეკულარიზმის" საჭიროებას, რომლის დროსაც ღმერთი და სახელმწიფო განცალკევებულნი კი არიან, მაგრამ არ უპირისპირდებიან ერთმანეთს. მან ასევე აღნიშნა, რომ კულტურა ან პოლიტიკური სისტემა, რომელიც მოკლებულია "ტრანსცენდენტურისადმი" ღიაობას, ვერ გამოხატავს სათანადო პატივისცემას ადამიანის პიროვნებისადმი.
იმავე წლის დეკემბრის თავის ერთ-ერთ ქადაგებაში, მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართული წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ - საფრთხეს უქმნის ამ ორგანიზაციის შენარჩუნებას. ამრიგად, პაპი ფრანცისკე ხაზს უსვამდა იმას, რომ იდენტობის შენარჩუნება არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ევროპის მომავლისათვის და მისი უნარისათვის, გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს,“ - წერს დავით ქართველიშვილი.
1745298314
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: 2005 წელს ყველა უნივერსიტეტში გაუქმდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა - „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა ქართულ იდენტობას
14 აპრილს განვიხილეთ საკანონმდებლო წინადადება, რომლითაც მხარი დავუჭირეთ იმას, რომ 2025 წლის პირველი სექტებიდან სავალდებულო გახდეს უმაღლეს სასწავლებლებში, პირველ საფეხურზე ქართული ენის სწავლება, - ამის...
1745267654
მსოფლიოდონალდ ტრამპი პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება. „მელანია და მე რომში, პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას დავესწრებით. ჩვენ მოუთმენლად ველით იქ ყოფნას!“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმ...
1745265347
ახალი ამბებიცნობილი გახდა პაპი ფრანცისკეს ბოლო სურვილი - ვატიკანი რომის პაპის ანდერძს აქვეყნებს
რომის პაპმა ფრანცისკემ თავის ანდერძში გამოთქვა სურვილი, რომ ის დაკრძალონ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელ...
1745264934
საზოგადოებაპაპი ფრანცისკე ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა - ოფიციალური ვატიკანი
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, დილით ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ წმინდა საყდრის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ვატიკანის მთავარმა ექიმმა ანდრე...
1745259869
ახალი ამბებიქართველმა ძალოსანმა ბაქარ თურმანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
მოლდოვაში, ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ძალოსანმა ბაქარ თურმანიძემ(+109 კგ). ქართველმა ძალოსანმა ატაცში 183 კილოგრამი დაძლია. აკვრაში მან 219 კილოგრამი დააფიქსირა და მეოთხე პოზი...