დავით ქართველიშვილი: ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში“ და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს“ მიაკუთვნებს
„ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში,“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას რეპლიკებს და ბრალდებებს, რომელიც მან ვიცე-სპიკერ სოზარ სუბარის მისამართით გააჟღერა.
ექსპერტმა რამდენიმე ეპიზოდი მოიყვანა მაგალითად, რა დროსაც სოზარ სუბარმა პირველმა ამოიღო ხმა მაშინდელი რეჟიმისა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, მათ შორის 2008 წლის იანვრის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.
„რაც უფრო სუფთაა ადამიანი, მით მეტ სიბინძურეს ლაპარაკობენ მასზე" ან „როდესაც შენ გლანძღავენ უმეცრები, ეს უკვე კომპლიმენტია" - ამ აფორიზმებს მიაწერენ ომარ ხაიამს, თუმცა, დიდი ალბათობით, აპოკრიფებია, ისეთივე აპოკრიფები, რა კატეგორიასაც წარმოადგენს დღეს „forgetful man" („ადამიანი არ მახსოვს") გახარია. ხოლო მისი გუშინდელი ფეიკ-დაბრალების ობიექტი, სოზარ სუბარი - კაცია.
ყველაფერი შეიძლება აიტანოს კაცმა ცრუ ბრალდების გარდა. ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის "გაპრავებაში" და კონფორმიზმში მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს აქვს თუ არ აქვს, კატეგორია "არ მახსოვს" მიაკუთვნებს. რაის 2008 წლის იანვრის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები „გაუპრავა" სოზარ სუბარმა სააკაშვილს? თითქმის ერთადერთი წონადი ფიგურა იყო იმ დროს, ვინც მთავარი გამყალბებლის, ცესკოს იმდროინდელი თავმჯდომარის, ლევან თარხნიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. დააყენა არჩევნების გაყალბების უტყუარი ფაქტების გამოვლენისთანავე.
ჩვენ უკვე გვყავს შერჩევითი „დემენციის" მატარებელი პერსონაჟი და ჩვენი პოლიტიკური ფსიქიატრია ამ დარგში ორ ლიდერს ერთდროულად ვეღარ აიტანს. ამოიღოს ბატონმა amnesiac-მა 2008 წლის 4 აპრილის სოზარ სუბარის პრესკონფერენციის მასალები, სადაც მხოლოდ 12 საარჩევნო უბანზე გამოვლინდა 5475 ხმის გაყალბება. თუმცა, იმდროინდელი სააკაშვილის „ჯიბის" ცესკოს და სასამართლოს გამო ამ ფაქტებს არ მიეცა სამართლებრივი განვითარების პერსპექტივა. ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში. მაგრამ საიდან ის სითავხედე, რომ ან გაგიტარებთ, ან არ გამოვააშკარავებთ სრულ და აბსოლუტურ სიცრუეს და ცილისწამებას - ნურას უკაცრავად," - წერს დავით ქართველიშვილი.
1794725695
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...
1794723411
ახალი ამბებიზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ მჯერა, რომ ნარკოტ...
1794723354
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დამოუკიდებლობის მნიშვნელობა მხოლოდ იმაში არ არის, რომ რუკაზე ცალკე სახელით ვართ მონიშნული, მისი მთავარი ღირებულებაა, გარე ჩარევის გარეშე რომ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ხალხისთვის კონკრეტული სარგებლის მომტანი პოლიტიკა
საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით არა უბრალოდ უსწრებს ევროკავშირის ყველა წევრ და კანდიდატ ქვეყანას, არამედ უსწრებს რამდენჯერმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აც...
1794722843
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი ამ...
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...































