ეკა სეფაშვილი: ირიბი მცდელობები სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოში გააღვივონ აგრესია, დაყონ ხალხი და ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ომში ჩართვის მიზანს

„საქართველოზე და ჩვენს რეგიონზე სრული კონტროლის განხორციელება გლობალური აქტორების ინტერესში შედის და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არ არის შესუსტებული“, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები, იგივე ამერიკის მხრიდან განხორციელებული დარტყმები ირანზე, კიდევ უფრო ზრდის საქართველოს წინაშე ომში ჩართვის საფრთხეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო ომის ცეცხლშია გახვეული. საქართველო და კავკასიის რეგიონი კი ერთგვარი მშვიდობის კუნძულია, ევრაზიის კონტინენტზე გაჩაღებული უზარმაზარი სამხედრო დაპირისპირებისა. ფაქტია, რომ მიმდინარეობს მსოფლიოს ახალი გადანაწილება, ახალი წესრიგის ჩამოყალიბება და რა თქმა უნდა, საქართველოს ჩართვა ომში არის მნიშვნელოვანი მომენტი გლობალური აქტორებისთვის. მათ სურთ ეს ბერკეტი გამოიყენონ რუსეთის დასასუსტებლად. რუსეთი კი ერთ-ერთი პრეტენდენტია იმისა, რომ იყოს მსოფლიოს ახალ წესრიგში ერთგვარი პოლუსი და მსოფლიო გადანაწილებაში, თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს, რა თქმა უნდა, თავის სასარგებლოდ.

ასეთ პირობებში, საქართველოში კონფლიქტის გაჩაღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამის თქმის საფუძველს ჩვენ გვაძლევს, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოზე განხორციელებული უდიდესი ზეწოლა. სწორედ ბოლო სამ წელში მოვისმინეთ ჩვენ ბევრი ტყუილი და ცრუ ბრალდება საქართველოს მისამართით. იგივე ევროინტეგრაციის თემაც გამოყენებული იყო ერთგვარ შანტაჟის მექანიზმად. გვეუბნებოდნენ, რომ სტატუსს არ მოგცემთ, ვიზალიბერალიზაციას შეგიჩერებთ, მოლაპარაკებებს არ გავხსნით, შეგიჩერებთ ევროინტეგრაციის პროცესს, რაც მართლაც შეჩერებულია მათი მხრიდან.

გლობალურ მსოფლიო გადანაწილების პროექტში მხოლოდ საქართველოს ომში ჩართვის თემა არ არის. მეორე და მნიშვნელოვანი თემა ის არის, რომ საქართველოზე და ზოგადად კავკასიის რეგიონზე მოიპოვონ სრული გავლენა. აქ საუბარია საქართველოს სუვერენიტეტის მთლიან დათმობაზე იმიტომ, რომ საქართველო და ჩვენი რეგიონი მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველოზე და ჩვენს რეგიონზე სრული კონტროლის განხორციელება გლობალური აქტორების ინტერესში შედის და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არ არის შესუსტებული.

პირიქით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებული მოვლენები (იგივე ამერიკა პირდაპირ ჩაერთო ომში და განახორციელა დარტყმები ირანზე), კიდევ უფრო ზრდის საქართველოს წინაშე ომში ჩართვის საფრთხეს. ირიბი მცდელობები სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოში გააღვივონ აგრესია, დაყონ ხალხი და შეცვალონ ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ომში ჩართვის მიზანს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750690354

ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

„ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. სამართალდამცველები „ლელოს“ ოფისში მივიდნენ, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე იმყოფებოდნენ და და მათ ბრალის...

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

1750688815

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: იმის თქმა, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა მიეცა კომისიაზე და გახარიას შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა

იმის თქმა, რომ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა მიეცა [კომისიაზე] და გახარიას შემთხვევაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს, სრულიად აბსურდული და უსაფუძვლოა, - განაცხადა პარლამენტი...

გივი მიქანაძე

1750685595

ახალი ამბები

ბადრი ჯაფარიძეს 8 თვით პატიმრობა შეეფარდა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

„ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 თვით პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მას 2 წლით თანამდებობი...

პოლიტიკოსი

1750684237

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7260 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7268 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარი

1750683257

ახალი ამბები

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების, სიცოცხლის უფლების დარღვევისა და საკუთრების უფლების შელახვის ფაქტები განიხილა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისია