ისტორიაში პირველად ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
ისტორიაში პირველად ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო 70-მდე სტუმარმა. მათ შორის იყვნენ ლიბანის მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, არმიისა და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და ლიბანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიბანში არჩილ ძულიაშვილმა და საქართველოს საპატიო კონსულმა მტანუს ლუფტიმ.
მათ ლიბანურ მხარეს მადლობა გადაუხადეს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ცერემონიაზე მონაწილეობის მიღებისთვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„ბეირუთი, ისევე როგორც თბილისი, არის უძველესი ქალაქი, რომელმაც გამოიარა სირთულეები და გამოიჩინა გამძლეობა. ორივე ქალაქმა კარგად იცის თავისუფლების და მშვიდობის ფასი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პირველად აღნიშვნა არა მხოლოდ სიმბოლურია, არამედ ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი დატვირთვა აქვს. ეს გვახსენებს, რომ ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის წარმატებულია. დღევანდელი დღე გვიხსნის შესაძლებლობას, დავამყაროთ მჭიდრო კავშირები ჩვენს ორ ცივილიზაციას შორის. ჩვენი ქვეყნები აგრძელებენ სახელმწიფოს მშენებლობას მდიდარი ისტორიის, კულტურის, იდენტობის და ეროვნული სიამაყის საფუძველზე. ქართულ-ლიბანური ურთიერთობების განვითარებას საუკეთესო საწინდარი გააჩნია. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს ლიბანში. მადლობა სითბოსთვის, მეგობრობისთვის და მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას.
საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით იმყოფება ლიბანში.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.
1791963135
ახალი ამბებიზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...
1791962485
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...
1791960756
ახალი ამბებისაფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის
„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...
1791958715
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი
4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...
1791958012
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
14 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი. ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმშიც უნალექო ამ...





























