„ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება, პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ“ - მამუკა მდინარაძე
„ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ თანავუგრძნოთ, ვანუგეშოთ - თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია“, - წერს „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ.
მისი განცხადებით, უბედური შემთხვევის პარალელურად, ოპოზიციის მხრიდან, არაადამიანობას ვაწყდებით, ვინაიდან, ისინი ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერისთვის, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის, ისეთ ტყუილებს, თითქოს ბავშვები ჯართის შესაგროვებლად იყვნენ ან თითქოს, ტრაგედიის ადგილზე მშენებლობა მიმდინარეობდა.
„ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარას გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ თანავუგრძნოთ, ვანუგეშოთ - თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია... პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტყუილებსაც, რომ თითქოს ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, რომ თითქოს იქ მშენებლობის ადგილია, მშენებლობა მიმდინარეობდა, საძირკვლისთვის ამოღებული თხრილი იყო და ა. შ. ჯართი, მშენებლობა… სიცრუისთვის, სიმძაფრისთვის და ხალხის გაგიჟებისთვის მოგონილი მავნებლობა და მთავარი მტკიცებულება იმისა, რამდენად არ ადარდებთ ბავშვების გარდაცვალებაც კი, ოღონდ თავიანთი გამარგინალებული გეგმები ოდნავ გამოაცოცხლონ… აქაც სარგებელს ეძებენ…
იქნებ ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ ახლა იმ პატარა ანგელოზების ოჯახებს გვერდით დგომა სჭირდება და არა, ისედაც უდიდესი ტრაგედიის, ტყუილებით და ბინძური პოლიტიკური მიზნებით დამძიმება!", - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
1794652194
ახალი ამბებილევან ხაბეიშვილზე ძალადობისთვის ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ სუს-ისა და შსს-ს ყოფილ თანამშრომლებს 5-5 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გა...
1794650718
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ ქართული ნიურნბერგის პროცესზე თავს
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც ნიურნბერგის პროცესზე ვერ დაიძვრინეს ნაცისტმა დამნაშავეებმა თავი, ისე ვერ დაიძვრენენ თავს ქართული ნიურნბერ...
1794649001
ახალი ამბები15 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე იქროლებს ძლიერი ქარი, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი
15 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დღის საათებში - აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის და გურიის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი...
1794646973
ახალი ამბებითავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაჭრილ-დაშავებული სამხედროები დააჯილდოვა
თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძ...
1794644747
ახალი ამბებიმეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ახალგაზრდა ბიჭი ლიანდაგებში ჩავარდა - ის ადგილზე დაიღუპა
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ახალგაზრდა ბიჭი ლიანდაგებში ჩავარდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა კაცი მალევე ამოიყვანეს, თუმცა უკვე დაღუპული იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, არაფხიზ...































