„ეროვნული ბიბლიოთეკა რჩება ქვეყნის მთავარ ბიბლიოთეკად და ეროვნული ბიბლიოგრაფიის დეპოზიტარიუმად“ - ეროვნული ბიბლიოთეკა
ეროვნული ბიბლიოთეკა, რომლის სტატუსი წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, რჩება ქვეყნის მთავარ ბიბლიოთეკად და ეროვნული ბიბლიოგრაფიის დეპოზიტარიუმად. კანონში აქამდე არსებული ჩანაწერის მიხედვითაც ის იყო და არის საქართველოში საბიბლიოთეკო პოლიტიკის გამტარებელი კულტურის სამინისტროსთან ერთად, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ სამართლებრივი სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკას უნარჩუნდება ილია ჭავჭავაძის სახელი, თანამშრომლებს შეუნარჩუნდებათ საჯარო მოხელის სტატუსი, ნარჩუნდება ასევე საშტატო განრიგი, ბიბლიოთეკის მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი.
„საქართველოს რესპუბლიკურ ბიბლიოთეკას 1990 წელს ეწოდა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 დეკემბრის ბრძანებულებით ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა და ეწოდა „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა“. 2000 წლიდან ბიბლიოთეკა ილია ჭავჭავაძის სახელობისაა.
2024 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად შეიცვლება ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი და ის გახდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ-ის), რომელზეც გავრცელდება „საქართველოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი“ - ანუ ის მოხვდება იმ სსიპ-ების ჩამონათვალში, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება. ეს აღნიშნულია „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ კანონშიც.
საკანონმდებლო ცვლილებებით დაზუსტებულია ისიც, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკას უნარჩუნდება ილია ჭავჭავაძის სახელი, თანამშრომლებს შეუნარჩუნდებათ საჯარო მოხელის სტატუსი, ნარჩუნდება ასევე საშტატო განრიგი, ბიბლიოთეკის მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურა და ბიუჯეტი. არ იგეგმება რეორგანიზაცია და შტატების შემცირება. გაგრძელდება ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა მიმდინარე პროექტი.
ცვლილება ეხება მხოლოდ იმ ნაწილს, სადაც განისაზღვრება დაწესებულება, რომელსაც დაექვემდებარება ეროვნული ბიბლიოთეკა მომავალში. აქამდე ეს იყო საქართველოს პარლამენტი, მიმდინარე წლის მარტიდან კი ეს იქნება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორია 1846 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც თბილისში დაარსდა „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა“. საჯარო ბიბლიოთეკის გახსნით ასრულდა იმდროინდელი ქართული საზოგადოების ოცნება, თბილისში შექმნილიყო ისეთი ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის.
მას შემდეგ თითქმის ორი საუკუნე გავიდა და ეროვნული ბიბლიოთეკა, რომლის სტატუსი წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, რჩება ქვეყნის მთავარ ბიბლიოთეკად და ეროვნული ბიბლიოგრაფიის დეპოზიტარიუმად. კანონში აქამდე არსებული ჩანაწერის მიხედვითაც ის იყო და არის საქართველოში საბიბლიოთეკო პოლიტიკის გამტარებელი კულტურის სამინისტროსთან ერთად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1738672582
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, ხვედელიძის ქუჩა N3-ის მიმდებარედ წყალმომარაგების მაგისტრალურ მილსადენზე რთულ აღდგენით სამუშაოებს ატარებს. კომპანიის ინფორმაციით, მილის დაზიანებულ მონაკვეთზ...
1738671252
ახალი ამბებისაბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე, მალულად შემოტანის მცდელობ...
1738669583
ახალი ამბებიბლოგერ უჩა აბაშიძეს 5, მარიამ იაშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
საქალაქო სასამართლომ ბლოგერი და სამხედრო ექსპერტი უჩა აბაშიძე და მის მეუღლე მარიამ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. სასამართლოს გადა...
1738669257
ახალი ამბებისოფელ გაჩიანში 24 წლის კაცი შემთხვევით გასროლას ემსხვერპლა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ გაჩიანში მომხდარ უბედურ შემთხვევას 24 წლის კაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, როგორც „ინფო რუსთავი“ წერს, გაჩიანში მეგობრები სუფრაზე იყვნენ შეკრებილები, რა დროსაც...
1738668390
საზოგადოებაირაკლი ქარქაშაძე Connect 2025-ზე British Airways-ის მენეჯმენტს შეხვდა
ესპანეთის ქალაქ ჟირონაში მიმდინარე საავიაციო ფორუმის Connect 2025-ის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ბრიტანული ფლაგმანის British Airways-ის მენე...