გაიგეთ რა შემთხვევაში გეკუთვნით უფასო PCR ტესტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, გიორგი გვეტაძე სოციალურ ქსელში განმარტავს ვის და რა შემთხვევაში ეკუთვნის უფასო PCR ტესტი.

"ჩემი მეგობრების საყურადღებოდ!!!

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გადავწყვიტე ეს პოსტი დამეწერა:

ომიკრონი გააქტიურდა, დაიწყო საგრძნობი მატება ახალი შემთხვევების, მე როგორც დაავადებათა კონტროლის თანამშრომელი და საკითხში კომპეტენტური პირი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ნებისმიერ თქვენგანს სიმპტომების არსებობის შემთხვევაში(სიცხე,ხველა,თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გვერდების ტკივილი და ა.შ) ან თუკი ხართ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულის და დაგეწყოთ ანალოგიური სიმპტომები, თქვენ გეკუთვნით კოვიდ 19 ტესტირება უფასოდ!!!!

სახელმწიფო ანაზღაურებს თქვენს, როგორც სწრაფ ასევე "პი-სი-არ" კვლევას.

მექანიზმი მუშაობს შემდეგნაირად:

თუკი ბოლო 72 საათის განმავლობაში სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში არ ხართ გატესტილი (უფასოდ) , მიდიხართ ნებისმიერ პოლიკლინიკაში თუ ნიმუშის ამღებ დაწესებულებაში რომელიც ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში(ანუ უფასოდ გიკეთებთ სწრაფ ტესტს), ეუბნებით თქვენი ჩივილებისა და სიმპტომების შესახებ, უფასოდ იკეთებთ სწრაფ ტესტს, ელოდებით შედეგს 15-20 წუთის განმავლობაში და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში ითხოვთ უფასო პსრ (PCR) ტესტის ჩატარებას, ეს მათი ვალდებულებაა !!!!

იცოდეთ თქვენი უფლებები და ნუ გაეხვევით მაქინაციურ სქემებში !!!

ადამიანის ჯანმრთელობა და პანდემია ფულის საკეთებელი თემა არ არის, იცოდეთ თქვენი უფლებები.

ასევე გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ შექმნილ ვითარებას, ის რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში უფასოდ გეკუთვნით ტესტირება არ ნიშნავს იმას, რომ ისტერიულად ყოველ 72 საათში ერთხელ იკეთოთ სწრაფი ტესტი და შემდეგ პსრ კვლევა !!!

გაზრდილი მოთხოვნა pcr ტესტებზე ზრდის ლაბორატორიებზე დატვირთვას, იწვევს ლაბორატორიული სეგმენტის გადატვირთვას და ხდება პასუხების შეფერხებით გაცემა.

სანამ ტყუილად გაიტესტებით დაფიქრდით რომ ვიღაც სხვას თქვენს ახლობელს ან თუნდაც გვერდში მდგომს უფრო მეტად სჭირდება დროზე მიიღოს მისი კვლევის შედეგი, რადგან სახლში მოხუცები ჰყავს, პატარა ბავშვები ჰყავს და ა.შ.

P.S. - ვისაც მწვანე პასპორტი არ გაქვთ, არ იცრებით და არც გადაგიტანიათ კოვიდი - სახელმწიფო რესტორანში შესასვლელად და თქვენი გულაობისთვის საჭირო ტესტს არ აფინანსებს !!!!

გაიკეთეთ პირბადე, მოერიდეთ ხალხმრავლობას, დაიცავით დისტანცია რიგებში.

ყველას გთხოვთ გააზიაროთ პოსტი ან გადასცეთ თქვენს ახლობლებს ეს ინფორმაცია რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანის ინფორმირება მოვახდინოთ!

მადლობა!", - წერს გიორგი გვეტაძე.

სხვა სიახლეები:

🔳 "რამდენიმე თვე ველოდებოდი ამ დღეს...გავიმარჯვეთ!!!" - ემიგრანტი საფრანგეთიდან

🔳 მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო

🔳 "ყველაზე დიდი გამოწვევა ახლა არის გრძელი კოვიდი" - რა სიმპტომებს ასახელებს გიორგი ფხაკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794761277

ახალი ამბები

პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...

ახალნათელღებული შეემატა

1794759304

მსოფლიო

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...

ირანმა ბაჰრეინში

1794755991

ახალი ამბები

შიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...

მეუფე შიო

1794753088

მსოფლიო

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...

ლუკა ნიკულესკუ

1794750294

ახალი ამბები

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

16 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, შპს „თბილსერვის ჯგუფი” ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრ...

საახალწლო ილუმინაციები