გიორგი ვოლსკი: ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ქვეყანა ოკუპაციას, გავაერთიანოთ ტერიტორიები და რასაკვირველია, ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რომელიც საწყისია ყველაფრისა, რასაც განვითარება მოსდევს

ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ქვეყანა ოკუპაციას, გავაერთიანოთ ტერიტორიები და რასაკვირველია, ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რომელიც საწყისია ყველაფრისა, რასაც განვითარება მოსდევს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცების“ დაფუძნებიდან 13 წლის შესრულებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მიუხედავად ძალიან დიდი წინააღმდეგობისა, საქართველომ სუვერენული მართვის ბერკეტები, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება შეინარჩუნა.

„პრაქტიკულად, ყველაფერი დაუქვემდებარა საკუთარ ნებას იმ ადმინისტრაციამ - მედია, მედიის თავისუფლება. რაც მთავარია, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, მაგრამ რაც ყველაზე მტკივნეულია კიდევ დაწესებულებები, საგანმანათლებლო დაწესებულებები. საბავშვო ბაღებიდან დაწყებული უმაღლესი სასწავლებლებით დამთავრებული.

ადამიანები, ვინც ამის წინააღმდეგ შეიძლება გამოსულიყვნენ, ის ადამიანები ექვემდებარებოდნენ სასტიკ რეპრესიას. ეს არის მმართველობა, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც სადისტური სისტემური მმართველობის პერიოდი.

„ქართული ოცნება“ ამ პერიოდში მოვიდა და თქვენ ხედავთ, სტაბილურობა არის შენარჩუნებული. მიუხედავად ძალიან დიდი წინააღმდეგობისა, საქართველომ სუვერენული მართვის ბერკეტები, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება შეინარჩუნა.
ჩვენ უკვე 2030 წლისთვის რეალურად ვიქნებით მზად იმისათვის, რათა ევროკავშირის წევრები გავხდეთ, ვინაიდან ეკონომიკური და პოლიტიკური სტანდარტი სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტთან.

ყველას უნდა, რომ ფლობდეს საქართველოში მართვის გასაღებს, ყველას უნდა, რომ გვყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ცალ ფეხზე მდგომი და ყურმოჭრილი ემსახურება, მაგრამ ეს ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი მიზანია გადავარჩინოთ ქვეყანა ოკუპაციას, გავაერთიანოთ ტერიტორიები და რასაკვირველია, ამ პერიოდის განმავლობაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა, რომელიც საწყისია ყველაფრისა, რასაც განვითარება მოსდევს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745254500

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე

 საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ...

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი

1745254131

ახალი ამბები

თეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე

 უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე - განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მ...

თეოლოგი გიორგი გვასალია

1745250119

მსოფლიო

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ირანთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების თაობაზე. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2025 წლის 17 იანვარს ი...

პუტინი

1745247202

ახალი ამბები

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 1 ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი...

პოლიცია

1745246631

ახალი ამბები

რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე გარდაიცვალა

71 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე. სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. რეჟისორის შემოქმედება ქართული ანიმაცი...

დავით სიხარულიძე