გოჩა მუკბანიანი: ბუტა რობაქიძის საქმეში არის ორი გასროლა [გრიგოლ] ბაშალეიშვილის იარაღიდან - სინამდვილეში, ერთი გასროლა მოხდა, რომელიც იყო საბედისწერო, მეორე გასროლა უკვე დადგმის დროს გასროლილი

გადაცემა „პატრულის“ ყოფილმა ჟურნალისტმა, გოჩა მუკბანიანმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ, ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ისაუბრა.

როგორც მუკბანიანმა აღნიშნა, საქმეში, პატრულის მაშინდელი თანამშრომლის, გრიგოლ ბაშალეიშვილის იარაღიდან ორი გასროლაა დაფიქსირებული, თუმცა, სინამდვილეში, ერთი საბედისწერო გასროლა მოხდა, ხოლო მეორე გასროლა სცენარის დადგმის გამო განხორციელდა, თუმცა, არა გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის სხეულზე.

„მეორედ რომ გადავდივარ მანქანიდან და ბევრი დრო, 30-45 წუთია გასული და იქ უკვე შემთხვევის ადგილზე იარაღებია, საკმაოდ აგრესიულები იყვნენ ყველანი (პოლიციელები), სულ სხვანაირი ემოციებით იყვნენ, ამ ბიჭებს ვინც ცოცხლად დარჩენილები იყვნენ, მეტად ეჯაჯგურებოდნენ. ეს კადრებშიც კარგად ჩანს.

დადგმა იყო თუ ნამდვილი იყო, იმ ბავშვებისთვის უბედურება იყო, რასაც ისინი იმ მომენტში აკეთებდნენ და ეს იმისთვის, რომ კადრები ჰქონოდა დონაძეს, ოდესღაც თუ დასჭირდებოდა.

საქმეში არის ორი გასროლა [გრიგოლ] ბაშალეიშვილის იარაღიდან. სინამდვილეში, ერთი გასროლა მოხდა, რომელიც იყო საბედისწერო. მეორე გასროლა უკვე დადგმის დროს გასროლილი, ოღონდ არა რობაქიძის სხეულზე - ეს არის მნიშვნელოვანი. გასროლებით და მთელი ამბებით ჩატარდა ეს [სცენარის] დადგმის პროცესი“ - განაცხადა გოჩა მუკბანიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744828351

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა

 „მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არ...

ირაკლი კობახიძე

1744827515

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია დოიაშვილზე: როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან

 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გა...

გიორგი გაბუნია

1744824969

მსოფლიო

ბაიდენი სიტყვით გამოვიდა და ტრამპს „ეს ბიჭი“ უწოდა - „რესპუბლიკელები ჯერ ისვრიან და შემდეგ უმიზნებენ“

 აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენითანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად საჯაროდ გამოჩნდა და ამერიკელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი მიგრანტების მიმართ მისი პოლიტიკის გამო გ...

ჯო ბაიდენი

1744820545

ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ

 აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ....

აფხაზეთჯ

1744817634

ახალი ამბები

კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

 საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ კულტურის სა...

დავით დოიაშვილი