ლევან მაჭავარიანი გახარიაზე: ბევრი კითხვის ნიშანია მის გადადგომასთან დაკავშირებით, როდესაც მან პირველი განცხადება გააკეთა, იქ ნიკანორ მელია იყო ამის მიზეზი. რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ინტერვიუ, სადაც აბსოლუტურად სხვა მიზეზი დაასახელა

ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია მის გადადგომასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „როდესაც მან პირველი განცხადება გააკეთა გადადგომასთან დაკავშირებით, იქ ნიკანორ მელია იყო ამის მიზეზი“.
„დღესაც გაუგებრად პასუხობდა, რომ ეს ჩამოაქცევდა ქვეყანას. იყო ძალიან ბევრი საფრთხე, როდესაც ჩვენ ვიხილეთ, რომ აბსოლუტურად არცერთი თმის ღერი არავისგან ჩამოვარდნილა, ისე შეასრულა ეს ოპერაცია ბატონმა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ინტერვიუ, სადაც მან აბსოლუტურად სხვა მიზეზი დაასახელა თუ რატომ ჩამოშორდა ჩვენ გუნდს. იქ მან ახსენა, რომ კორუფციის ნიშებს ვხედავდი „ქართულ ოცნებაშიო“, ამიტომ, დავტოვე ეს გუნდიო და დღეს საერთოდ ბიძინა ივანიშვილს აბრალებს იმას, რომ ოპოზიციაშია გადასული. ეს ყველაფერი, ძალიან ურთიერთგამომრიცხავია და მადლობა ღმერთს, ყველაფრის არქივი არსებობს. დღესაც ყველა უყურებს ამ ყველაფერს. შესაბამისად, ვისაც სურს, რომ ობიექტური დასკვნა გამოიტანოს ამ ყველაფრიდან, ობიექტური დასკვნა ის არის, რომ ეს კაცი იქ მივიდა იმისთვის, რათა ან ტყუილი ელაპარაკა, ან რაზეც იცოდა, რომ მაშინვე ამხელდნენ იმ ტყუილში, ეთქვა უბრალოდ, რომ არ მახსოვს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1745506085
სპორტიეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ქართველი შეჯიბრების ფინალში გერმანელ სეია ბალჰაუსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. 2022 და 2024 წლებში ლიპარტელიან...
1745505952
ახალი ამბებიშსს: მიღებული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონ...
1745505005
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, რომელსაც ეწერება - „უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები, ლუზერები“ და ოკეანეში გადააგდოს - ეს არის თქვენი ბოლო
„ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, რომელსაც ეწერება: „უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები, ლუზერები“ და ოკეანეში გადააგდოს - ეს არის თქვენი ბოლო“, - ამის შესახებ საპარლამენტ...
1745503204
მსოფლიოდონალდ ტრამპი უმცროსი: ზელენსკის მშვიდობა არ სურს
დონალდ ტრამპმა უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობა არ სურს. აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟიშვილმა გააზიარა ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის დარგში თ...
1745502276
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7492 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7496 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...