გოჩა მუკბანიანი: გურამ დონაძემ რამდენიმე ადამიანი მომიგზავნა და მიხვდა, რომ პრობლემა იყო ჩემთან ახლოს გაკარება, ერთ-ერთი არხის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტია ახლა მაკა ჩიხლაძე, მაშინ მუშაობდა გადაცემა "პატრულში" და ისიც დამიკავშირდა

„როდესაც დაკითხვის პირველი დღე შედგა და 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა პირველი დაკითხვა, მაშინვე მითხრეს, რომ ჩემთვის უნდა დაენიშნათ სახელმწიფო დაცვა, თურმე, მე შემეძლო არჩევანი გამეკეთებინა და კატეგორიული უარი ვუთხარი. არ ვიცი რას ვერ ვიაზრებდი თუ ვერ ვაანალიზებდი, მაგრამ, ვუთხარი, სამსახურიდან სახლში გადავადგილდები და ახლა, დონაძემ თუ უნდა მომკლას - მომკლას და დაცვა არ მინდა“, - ასე უპასუხა გადაცემა „პატრულის“ ყოფილმა ჟურნალისტმა, გოჩა მუკბანიანმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვას, ყოფილა თუ არა 2012 წლის შემდეგ გურამ დონაძის ან სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისგან ზეწოლა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, არ ეთქვა სიმართლე ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით.

გოჩა მუკბანიანმა გაიხსენა, რომ გურამ დონაძეს სხვადასხვა ადამიანის მიგზავნის მეშვეობით ჰქონდა მცდელობა, რომ მასთან კონტაქტზე გასულიყო, თუმცა, მიხვდა, რომ ვინაიდან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა, მუკბანიანთან ახლოს გაკარება პრობლემა იქნებოდა.

დონაძეს ჰყავს ორი და, მე ვიზუალურად ვიცი ისინი, ალბათ ორჯერ მყავს ოფისში ნანახი. მიკავშირდება [დონაძის დებიდან] ერთ-ერთი და ძალიან თბილად და ტკბილად მთხოვს მასთან შეხვედრას. დონაძის დის გამოჩენა, ამდენი წლის შემდეგ, ზუსტად მივხვდი რას ნიშნავდა და არ მიცნობს ეს ადამიანი. მე მას ვუთხარი, რომ თუ ეს მე და თქვენ პირადად არ გვეხება და მესამე ადამიანს ეხება, ჯობია, არ შევხვდეთ ერთმანეთს. ამის შესახებ მაშინვე ჩავაყენე საქმის კურსში საგამოძიებო ორგანოები, იმიტომ, რომ მივხვდი რა და როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო. მან ასევე მომიგზავნა ორი ძველი თანამშრომელი, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა მქონდა. ზოგს იძულებულს ხდიდა რაღაც გარემოებებიდან გამომდინარე - კაცმა არ იცის, ვის რა ვალი ჰქონდა დონაძის, ამაზე მე ვერ მოვყვები. ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალისტია ერთ-ერთი არხის ახლა, ტვინი და გონება არ აკლია, მაგრამ ჟურნალისტი არ ვიცი რამდენად არის, ჟურნალისტობა არ ჰქვია რასაც ის აკეთებს, მაშინ მუშაობდა გადაცემა „პატრულში“ ეს გოგონა, ახლა ქალბატონი, ისიც დამიკავშირდა. მოკლედ, რამდენიმე ადამიანი მომიგზავნა და მიხვდა, რომ პრობლემა იყო ჩემთან ახლოს გაკარება იმ პერიოდში, როცა გამოძიებაში იყო საქმე,“ - აღნიშნა გოჩა მუკბანიანმა. თეა წულუკიანის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, არის პრობლემა, რომ ამ ჟურნალისტის სახელი და გვარი საჯაროდ თქვას, გოჩა მუკბანიანმა უპასუხა, რომ ეს იყო მაკა ჩიხლაძე.

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე მოუსმინეს ამირან (ბუტა) რობაქიძის დედას, ია მეტრეველს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744828351

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა

 „მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არ...

ირაკლი კობახიძე

1744827515

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია დოიაშვილზე: როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან

 საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გა...

გიორგი გაბუნია

1744824969

მსოფლიო

ბაიდენი სიტყვით გამოვიდა და ტრამპს „ეს ბიჭი“ უწოდა - „რესპუბლიკელები ჯერ ისვრიან და შემდეგ უმიზნებენ“

 აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენითანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად საჯაროდ გამოჩნდა და ამერიკელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი მიგრანტების მიმართ მისი პოლიტიკის გამო გ...

ჯო ბაიდენი

1744820545

ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ

 აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ....

აფხაზეთჯ

1744817634

ახალი ამბები

კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

 საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ კულტურის სა...

დავით დოიაშვილი