ილია მეორე: გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია, უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი, ბევრი საქმეა გასაკეთებელი, უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენით
„ჩვენ გვინდა, შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი; უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენით“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ აღნიშნა.
საქართველოს საპატრიარქომ ფეისბუკგვერდზე 2024 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სინოდის წევრები ილია მეორესთან აღსაყდრების 47 წლისთავის აღსანიშნად შეიკრიბნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ჩვენ ეპარქიები გავხსენით უცხოეთში, ეპისკოპოსები გვყავს იქ: ამერიკაში, ინგლისში და ევროპაში. ეს უნდა გაძლიერდეს იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ქართველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა. ჩვენ გვინდა, რომ შევისწავლოთ ის მიღწევები, რომელიც დასავლეთშია. უნდა შეიქმნას ენების შემსწავლელი ჯგუფი. ბევრი საქმეა გასაკეთებელი; უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ჩვენით. გისურვებთ დიდ წარმატებებს. ღმერთმა დაგლოცოთ. მადლობელი ვარ მოლოცვისთვის, ღმერთი ჩვენთან არის, მეც თქვენთან ერთად ვარ, თქვენ ჩემთანა ხართ“, - აღნიშნა ილია მეორემ.
ამასთან, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ილია მეორეს მიმართა: „ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, რაც ახლა შეიძლება, თანამედროვე ადამიანმა ვერ გაიგოს, რას ნიშნავს, თქვენ ამოეწერეთ თბილისიდან და ჩაეწერეთ სოფელ ფოკაში. ეს იყო ისტორიული მოვლენა. ფაქტობრივად, აქედან დაიწყო ქართული სიტყვის ქადაგება მაშინ, როდესაც, შეიძლება ითქვას, ეს მხარე თითქმის დაკარგული იყო ქართველებისთვის“, რაზეც ილია მეორემ განაცხადა:
„იქ გადაკეტილი იყო, პოსტი იდგა და წავედით მანქანებით, რომ გავსულიყავით. არ გაგვიშვეს. მე ვუთხარი, საქართველოს პატრიარქი ვარ. მე მაქვს უფლება, გავიდე. არ გაქვთო. და მერე გადავწყვიტეთ, რომ სახლი შეგვეძინა. იყო თავმჯდომარე ქართველი კაცი, ის მხარს გვიჭერდა. როდესაც ფორმდებოდა სახლის საბუთი, მთელი სოფელი შეიკრიბა ჩვენს ეზოში. პატრონს ლანძღავდნენ, რატომ ყიდი ქართველებზეო. მე ვგრძნობდი, რომ ეს წინააღმდეგობა იქნებოდა და მე გამოვედი და ვუთხარი ხალხს: რატომ გვკარგავთ? ჩვენ თქვენთვისაც ვიშრომებთ და გავაფორმეთ სახლი. ახლა გვეხვეწებიან იყიდეთ სახლები. და ამოვეწერე თბილისიდან და ჩავეწერე ფოკაში. ასე დაიწყო ჩვენი სვლა“.
1736244270
სოციალური მედია„ის რაც ჩვენთვის სამშობლოა - კოლექტიური დასავლეთისთვის ტერიტორიაა - რუსეთის წინააღმდეგ!“ - რას წერს ნუკა არველაძე
ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა და საკუთარი ანალიზი სოციალური ქსელის გამომწერებს გაუზიარა. მისი თქმით, ევროკავშირს საქართველო არ...
1736237198
საზოგადოება„ძირითადად ვრცელდება სასუნთქი წვეთებით, სიმპტომები ხშირად წააგავს გაციებას ან გრიპს, რაც ართულებს დიაგნოზის დასმას“ - გიორგი ფხაკაძე HMPV-ზე
პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და...
1736232674
ჰოროსკოპი„საქართველოში პოლიტიკოსის შვილს გაიტაცებენ, ან იქნება მისი სიკვდილი... ბანკზე თავდასხმა იქნება, ჩამოვარდება ვერტმფრენი“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება
საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს ხოლმე. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთა...
1736229155
საზოგადოებაროგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში
7 იანვარს ქვეყნის მასშტაბით მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით აიწევს. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +14 - უმეტესად მზიანი სოხუმი +14 - უმეტესად მზიან...
1736226882
საზოგადოებარატომ აღვნიშნავთ შობას 7 იანვარს და ტრადიციები, რომელიც შობის დღესასწაულს უკავშირდება
ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. VI საუკუნემდე ადამიანები იულიუსის კალენდრით ცხოვრობდნენ, რომელიც იმპერატორმა იულიუს კეისარმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 46 წელს შემოიღო, მაგრა...