ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს - „შევთხოვ უფალს, წარმატებულ-ჰყოს თქვენი მოღვაწეობა არა მარტო კათოლიკური სამყაროსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვისაც“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ რომის პაპად თქვენს არჩევას. ეს თქვენი პიროვნების დიდი დაფასებაცაა და თქვენზე დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში, თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის. როდესაც შევხვდი მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს, მაშინაც აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ რომის საყდარი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძმების – პეტრეს და ანდრია მოციქულების დაარსებულია, რაც დღესაც ჩვენ შორის ურთიერთობებს გამორჩეული პატივისცემით მსჭვალავს. მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები. შევთხოვ უფალს, წარმატებულ-ჰყოს თქვენი მოღვაწეობა არა მარტო კათოლიკური სამყაროსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვისაც“, – ნათქვამია წერილში.
1762784806
ახალი ამბებილაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა - მოკლულია „წითელი ნუსხის“ სახეობა - მურა დათვი
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. „დაცულ ტერიტორიაზე მოკლულია „წითელი ნუსხის“ სახეობა - მურა დათვი. ფაქტზე გამოძიება დაიწ...
1762782854
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა კომიტეტის წევრებს წლიური ანგარიში გააცნო
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა კომიტეტის წევრებს სააგენტოს 2025 წლის ანგარიში და სამომავლო...
1762782529
საზოგადოებალევან მახაშვილი ოპოზიციაზე: ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებდნენ, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმებას ხედავენ, როგორც შესაძლებლობას და პოლიტიკური ბრძოლის იარაღს
არ გამკვირვებია, რადგან მე თვითონ ვარ მომსწრე სხვა პოზიციიდან, სხვა როლში ეს ადამიანები როგორ უყენებდნენ ისეთ მოთხოვნებს, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყანას დააზიანებდა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის...
1762781982
საზოგადოებათამარ იოსელიანი: რკინიგზის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების შემდეგ, შუა დერეფანი საქართველოსთვის კიდევ უფრო დიდი ეკონომიკური დოვლათის მომტანი გახდება
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძესთან ერთად, ბათუმის სარკინიგზო სავაგონო დეპოში ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მ...
1762780592
საზოგადოებაპროკურატურამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი დააკავა
პროკურატურამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი დააკავა, - განაცხადა გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის...




























