ლევან დავითაშვილმა კავშირგაბმულობის დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კავშირგაბმულობის დარგის თანამშრომლებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და მსოფლიო ტელეკომუნიკაციების და საინფორმაციო საზოგადოების დღე მიულოცა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრულ საუკუნეში, ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების როლი უდიდესია ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც აკავშირებს ადამიანებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარებისთვის. მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ გაერო, წლევანდელ მსოფლიო ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო საზოგადოების დღეს „გენდერული თანასწორობა ციფრულ ტრანსფორმაციაში” თემატიკით აღნიშნავს, ხაზს უსვამს ინკლუზიურობის მნიშვნელობას, რათა ყველას ჰქონდეს თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესებში და წვდომა თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებთან.
პირველი ვიცე-პრემიერის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება რჩება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. მისი თქმით, ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები თუ სტრატეგიები ადასტურებს ციფრული მომავლის უზრუნველყოფისადმი სწრაფვას და მდგრადი, ინკლუზიური, ხელმისაწვდომი და სანდო ციფრული მომსახურებების განვითარების მნიშვნელობას.
„კავშირგაბმულობისა და ტელეკომუნიკაციების სფეროებში დასაქმებული ადამიანების პროფესიონალიზმი, ყოველდღიური შრომა და ინოვაციური აზროვნება ის ძალაა, რომელიც ამ პროცესებს ამოძრავებს. გისურვებთ წარმატებას და შემდგომ მიღწევებს ამ მნიშვნელოვან საქმიანობაში“ - აღნიშნულია ლევან დავითაშვილის მილოცვაში.
1788675918
მსოფლიოუიტკოფისა და კუშნერის შეხვედრა პუტინთან 3 საათს გაგრძელდა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმ...
1788674447
საზოგადოებაროგორი ამინდი იქნება 6 სექტემბერს საქართველოში
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, დღის II-ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +31, ღამით +18°. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუ...
1788641260
მსოფლიოირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ფლოტი სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტის მახლობლად ყველა გემს აფრთხილებს, საეჭვო გადაადგილებისგან თავი შეიკავონ. მათივე თქმით, თეირანმა შესაძლოა, გ...
1788640783
მსოფლიოევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ
„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია...
1788637346
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის
„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...




























