ირაკლი კირცხალია ალეკო ელისაშვილის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე: ძალიან კარგად იცის ყველამ არა მხოლოდ ბატონი ელისაშვილის, არამედ იმ გუნდის წარსული და აწმყო

„ძალიან კარგად იცის ყველამ არა მხოლოდ ბატონი ელისაშვილის, არამედ იმ გუნდის წარსული და აწმყო. საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ალეკო ელისაშვილის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე საუბრისას.
„რაც შეეხება იმ ბატალიებს, იმ უნიჭო სპექტაკლის გაგრძელებას, რასაც ვხედავთ და იმ სცენარის ყურმოჭრილად შესრულებას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან, კარგად ვიცით, რომ ეს არის დივერსიფიცირების სცენარის ნაწილი და ე.წ. რებრენდინგის ნაწილია“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
არსებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი იქნება და მას „ლელო“ და გახარიას პარტია წარადგენენ, რომლებიც, თავის მხრივ, იმ ოპოზიციური პარტიების კრიტიკის სამიზნეები არიან, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. მმართველი გუნდის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება მათი ოპონენტების კანდიდატი, თუმცა თუ ის ალეკო ელისაშვილი იქნება, ეს კიდევ ერთხელ სათანადოდ წარმოაჩენს ოპოზიციას.
1752601426
მსოფლიოტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისთვის მეტი იარაღის გაგზავნის გეგმა დააანონსა და რუსეთთან მი...
1752600767
საზოგადოებაცოტნე ანანიძე: კაია კალასს ქართველი ხალხი რომ ვედარდებოდეთ „ვიზით” შანტაჟს არ ახსენებდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის იმ განცხადებას პასუხ...
1752598993
სპორტისაქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიასთან დამარცხდა
დასასრულს უახლოვდება სომხეთში მიმდინარე საკალათბურთო B დივიზიონის მატჩები ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლოსწინა მატჩი დანიასთან გამართა და 74:85 დამარცხდა. ჯგუფიდან მეოთხე...
1752597165
მსოფლიოკაია კალასი აცხადებს, რომ ძალიან დამწუხრებულია, რადგან ევროკავშირმა დღეს რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება ვერ შეძლო
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ ბლოკმა დღეს ვერ შეძლო რუსეთისთვის ახალი სანქციების დამტკიცება. ბრიუსელში ევროკავშირის საგა...
1752594447
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ზუგდიდში, ვლაქერნობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, ვიცე-პრემიერ, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან...