ირაკლი კირცხალია: „ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში და ქვეყანაში თენდება ბომბების წვიმის გარეშე

„ქართული ოცნების“ პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებამ აჩვენა ის, რომ ჩვენ მშვიდობიან ქვეყანაში ვიღვიძებთ, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ახალგაზრდები არ იღუპებიან ომში, ქვეყანაში თენდება ბომბების წვიმის გარეშე, რასაც ბევრი ჩვენი ოპოზიციონერი ნატრულობდა რუსთაველის გამზირზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიამ ისაუბრა იმ შეტევასა და ზეწოლაზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებით ხორციელდებოდა ევროპიდან და აშშ-დან.
„კარგად გახსოვთ, როგორი ზეწოლა მოდიოდა ევროპიდან და აშშ-დან. კარგად გახსოვთ ის თითოეული ეროვნული, მშვიდობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა ომის [რუსეთ-უკრაინის] დაწყების დღიდან. ზოგჯერ როგორ არაპოპულარულად ჟღერდა ეს გადაწყვეტილებები. იმ პერიოდში, როდესაც ასეთი მასობრივი შეტევა მიდიოდა ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებაზე, ჩვენ მაინც გავატარეთ ის პოლიტიკური ხაზი, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკას მიესადაგება, მოვედით დღევანდელ დღემდე და დღეს უკვე ვხედავთ როგორი რიტორიკაა და საითკენ იცვლება ყველაფერი“, - აცხადებს კირცხალია.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ქმედითი ნაბიჯები გადადგა საქართველომ უკრაინის მიმართ.
„არ არსებობდა უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკური რეზოლუცია ან დოკუმენტი, რომელსაც საქართველო არ შეუერთდა. ჩვენი შესაძლებლობებიდან და მშვიდობის პოლიტიკიდან გამომდინარე აბსოლუტურად ყველაფერში გვერდში ვედექით უკრაინას და რა მივიღეთ?! ელჩის გაწვევა, ბულინგი და ზეწოლა ყველა იმ აქაური მარიონეტისგან, რომელიც „დიფ სთეითის“ მანქანის მიერ იმართებოდა. უნდა გაჩერდეს ეს ყველაფერი, რეალურად უნდა დამშვიდდეს ეს სიტუაცია. ძალიან მალე ვუსურვებ უკრაინას მშვიდობას“, - აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
1740415657
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი: ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, ქალი, რომლის წინაპრებიც პირველივე გემით ლაჩრულად გაიქცნენ ქვეყნიდან
ყველაზე დიდი ცინიზმი და უტიფრობაა, რომ ხვალინდელ მიტინგს სალომე ზურაბიშვილი უდგას სათავეში, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში. როგორც მეტრეველი აღნიშნავს, სწორედ ზურაბიშვილის წინაპრ...
1740413384
ახალი ამბებისპეციალური საგამოძიებო სამსახური სანდრო ცნობილაძის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დაზარალებული ქალის გამოკითხვის ოქმს“ ასაჯაროებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, დაზარალებული ქალის საჩივრის საფუძველზე გამოძიებას აწარმოებს, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო...
1740412185
მსოფლიოორბანი: უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას
უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და, აშშ-ის ახალი მთავრობის მაგალითის მიხედვით, გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას, - ამის შესახებ უნგრ...
1740405638
ახალი ამბები„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია, მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს“ - ირაკლი ზარქუა
„საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია. მთავარი გზავნილია, რომ ომი უნდა დასრულდეს, რასაც ჩვენ ვამბობთ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაც...
1740404772
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე მასატო კანდას ADB-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მასატო კანდას აზიის განვითარების ბანკის (ADB) მე-11 პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ზე წერს, აზიის განვითარების ბან...