ალეკსანდარ ჯიკიჩი - ქართველმა კალათბურთელებმა ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს

 საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა თბილისში დანიის ეროვნულ გუნდთან გამართული შეხვედრა შეაფასა.

ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 62:60 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური ზედიზედ მეექვსედ მოიპოვეს.

„რთულ მატჩს ველოდით. ამ სანაკრებო პაუზის დროს ერთ-ერთ საუკეთესო მცველებთან, ლიუნდბერგთან და შილდსთან მოგვიხდა დაპირისპირება, ახლა მსგავსი უკანახაზელები არავის ჰყავს ევროპაში. დანიასთან გასვლაზე მარცხი ჩვენს ფარზე მათმა ბევრმა მოხსნამ განაპირობა, დღეს კი ამ პრობლემის გამოსწორება გვსურდა.

ქართველმა კალათბურთელებმა ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს. ბოლდუინი ვარჯიშზე დაშავდა და ჩემთვისაც რთული ამოსახსნელია, როგორ მოახერხეს მოთამაშეებმა დანიასთან მატჩზე ფოკუსირება, რადგან იცოდნენ, რომ ასეთი მნიშვნელობის ფიგურა დავკარგეთ.

ჯერ არ მიფიქრია, რომელ ქვეყანაში ვისურვებდი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს. სადაც წილისყრის შემდეგ მოვხვდებით, იქ ვიასპარეზებთ. რთული ჯგუფი გავიარეთ, ფინეთსა და სერბეთს ვეთამაშეთ, მაგრამ წარმატებას მაინც მივაღწიეთ“, – განაცხადა ჯიკიჩმა.

2025 წლის ევრობასკეტი ევროპის ოთხ ქალაქში – რიგაში, ტამპერეში, კატოვიცესა და ლიმასოლში ჩატარდება. ფინალური ეტაპის წილისყრა 27 მარტს რიგაშია დაგეგმილი, ხოლო კონტინენტის პირველობა 27 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740236824

ახალი ამბები

ვარშავაში საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, 3 კი დააკავეს

 პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ერთ-ერთი რესტორნის წინ ქართველების ჯგუფის ჩხუბის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს. აღნიშნულ ინფორმაციას პოლონური მედიაავრცელებს. ამავე ინფორმაციით, საქართველოს...

ზოგადი

1740234941

მსოფლიო

ბრაზილიაში ავტოკატასტროფას 12 სტუდენტი ემსხვერპლა

ავტობუსი, რომელსაც სტუდენტები გადაჰყავდა, სან პაულოს ავტომაგისტრალზე სატვირთო მანქანას შეეჯახა. ინციდენტს ადამიანი 12 ემსხვერპლა. 21 დაშავდა. ავარიის მიზეზი დგინდება. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუს...

ბრაზილია

1740234817

ახალი ამბები

თბილისში 40 წლამდე კაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა

 თბილისში 40 წლამდე მამაკაცმა ქალი ცივი იარაღით დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მათი საერთო შვილის თვალწინ მიაყენა. როგორც შინაგან...

პოლიცია

1740232139

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი საგარეო ურთიერთობებზე: რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს

 საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, რაზეც საქართველოს ხელისუფლება საუბრობდა, ახლა ტრამპი...

მიხეილ ყაველაშვილი

1740230194

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ჯეფრი საქსზე: ცდილობს, სწორად შეაფასოს და სწორი პასუხები გასცეს იმ პრობლემებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია

 პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში დასავლური განწყობის შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკების უ...

დავით მათიკაშვილი