ირაკლი კობახიძე: კონკრეტული დიპლომატების დასწრება სასამართლო სხდომაზე არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის

„დიპლომატს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს და მით უმეტეს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა გერმანიის ელჩის აქტივისტებთან კომუნიკაციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს ვენის კონვენციის უხეში დარღვევაა.

„დიპლომატს არავითარი უფლება არ აქვს, ჩაერიოს შესაბამისი ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, მით უმეტეს ნახეთ, რომ კონკრეტული დიპლომატები, სამი ქვეყნის ელჩი თუ არ ვცდები, ესწრებოდა სასამართლო სხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში. ესეც არის როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ჩვენ გვექნება რეაქცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ბუნებრივია, ყოველ ჯერზე უნდა გამოვხატოთ საკუთარი პრინციპული დამოკიდებულება ასეთ უხეშ აქტებზე. არც შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს ელჩს და მით უმეტეს, არ აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული ადამიანები უხეშად არღვევენ არა მარტო საქართველოს კონსტიტუციას, არამედ სამართლებრივ კონსტიტუციურ პრინციპებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

„დღეს, ამ სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი თემა იყო უცხოური ჩარევა სხვადასხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, არჩევნებში და აქ გავაცანით ჩვენს პარტნიორებს ის მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. თუ ვინმეს არ მოსწონს მაგალითად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში გარე ჩარევა, იქნება ეს საარჩევნო პროცესებში, თუ ზოგადად შიდაპოლიტიკურ საკითხებში, ჩვენ ვხედავთ იმავეს საქართველოში, ოღონდ ევროპელი ბიუროკრატების და დიპლომატების მხრიდან, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი. პირდაპირი ჩარევა იყო არჩევნებში, არჩევნების წინ და ახლა ვხედავთ პირდაპირ ჩარევას არა მხოლოდ შიდაპოლიტიკურ საკითხებში, არამედ ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რაც არის პრინციპულად მიუღებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747418668

ახალი ამბები

ამინდი კვლავ გაუარესდება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი ცვლილების შესახებ მოსახლეობას სოციალური ქსელით აფრთხილებს. 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.  18 მაისის დღის ბოლოდან...

ამინდი

1747417039

ახალი ამბები

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა გაიმართება, რის გამოც, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ასევე, შეიცვლებასაზოგ...

მოძრაობა

1747414597

სპორტი

თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი ჩატარდა

თბილისში, „დინამო არენაზე“  საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი გაიმართა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. საქართელოს ნაკრებს საკმაოდ სერიოზული დანაკლისი ჰქონდა – გიორგი...

თბილისში საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩი

1747414364

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია - ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართ ევროპელი პოლიტიკოსების მეგობრული და თბილი დამოკიდებულება

მითი საქართველოს არჩეული ხელისუფლების არაღიარების შესახებ დასრულებულია! ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი მედიის საშუალებები საკუთარ თავს და საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძ...

დავით ჩიხელიძე

1747411273

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომ...

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდა